"ფეისბუქზე" აქტუალურობას არ კარგავს "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული კონცერტი. ბოლო დღეების განმავლობაში ქართული შოუ-ბიზნესი ორ ნაწილად დაიყო - ერთნი, რომლებიც "სცენის მიღმა" დარჩნენ და მეორე - ვინც ცდილობდა, მათი აგრესია აერიდებინა თავიდან.
გთავაზობთ თემასთან დაკავშირებულ პოსტებს:
მაია დარსმელიძე: "გუშინდელი კონცერტი, ისევე, როგორც კოკობა (დროებით ყოფილი თბილისობა) ჩემთვის იმდენად არასაინტერესო თემაა, რომ არც თვალს ვადევნებდი, არც ყურს: ჩემი რამდენიმე მეგობრის პოსტებიდან გავიგე რომ ჩატარდა...
მე მართლა გუწრფელად მკიდია ეს თემა, მაგრამ იცით რაზე
მეცინება??? თურმე ისინი ვინც არ "ჩასვეს" შურით კვდებიან და იგრუზებიან იმათზე, ვინც "ჩასვეს", იმიტომ რომ ისინი, ვინც "ჩასვეს" ღვთისგან ბოძებული ნიჭის გამო "ჩასვეს" და ისინი, ვინც არ "ჩასვეს" მხოლოდ იმიტომ არ "ჩასვეს", რომ უნიჭოები ყოფილან.
რამხელა ბედნიერებაა, რომ სამართალმა იზეიმა და დაფასდა ნამდვილი ნიჭი, ვტირი ბედნიერებისგან"
ნინი ბადურაშვილი: "საყვარელო კოლეგებო, მეგობრებო! ბევრი წელი მეც არ მიმღერია თბილისობის გალა კონცერტზე მონაწილეობა, მაგრამ არასდროს არ მიმიყენებია შეურაწყოფა იმ მომღერლებისთვის ვინც იმ კონცერტებენზე მღეროდა! ერთი კონცერტის გამო ასე წყობიდან გამოსვლა ცოტა უხერხულია! გისურვებთ წარმატებებს".
"P.S.კომეტარებში როგორც მოსალოდნელი იყო აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა, რაზეც ნინი ბადურაშვილი პასუხობს: "ბევრი მღერის კარგად მაგრამ ალბათ წელს ასეთი შემადგენლობა უნდოდათ. მომავალ წელს შეიძლება მე არ ვიყო ან სხვა. ეს ძალიან ბუნებრივია უბრალოდ ამის გამო არ უნდა აწყენინო შენს კოლეგებს ვისთან ერთადაც წლებია სცენაზე დგახარ..."
თაკო გაჩეჩილაძე: "გუშინდელი კონცერტის მერე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდნენ ბოღმა "კოლეგები". ალბათ, ახალი წლის კონცერტის შარშანდელი ამბავიც განმეორდა. რამდენნი ყოფილხართ ღმერთმანი!!! ძალიან უხერხულია...და სასაცილო!!!"
ქრისტინე იმედაძე: "უი დედა! არ დამირეკეს მაგრამ არც მწყენია, ანუ მინდა არ მინდა განაწყნებულებში რად გამაწევრიანეთ?! არც თბილისზე სიმღერა არ გამაჩნია... უამრავი კონცერტი ჩატარებულა უჩემოდ, მერე რა მოხდა?! მე მიყვარს ჩემი კოლეგები... ნინასაც უყვარს, მაიკოსაც, ანრისაც, თაკოსაც, რატისაც, და აღარ მახსოვს კიდე ვინ არის ნახსენები. არავინ არ გაყოფილა ორად!"
ნინო ჩხეიძე: "თბილისობის კონცერტის სია ვინ შეადგინა ძალიან მაინტერესებს... მინდა გავესაუბრო. ხუმრობის გარეშე მაინტერესებს..."
აჩიკო ნიჟარაძე: "თუ ვინმე სპრეტენზია გაქვთ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ მიგაღებინეს მონაწილეობა გალა კონცერტში, მიმართეთ ორგანიზატორებს და მერიას, რაც შეეხება მეორე საკითხს, არასოდეს, არც ერთი თქვენთაგანისთვის ზედმეტი არ მიკადრებია, არც ერთ სიტუაციაში, ასე რომ ჩემზე არავინ არ გაბედოთ ზედმეტის თქმა თორე ენებს ამოგაგლიჯავთ!!!"
გაგა (ფრანი) ჩიხლაძე: "რამდენიმე თბილისობაზე ნამღერი მაქვს. გამიკვირდა, რომ არ დამირეკეს. არგუმენტი იყო ის, რომ იმ ჟანრში არ ვმღეროდი, რაც მათ უნდოდათ, თუმცა ეს ჩემთვის ძალიან სუსტი არგუმენტია. მე პირადად, ყველა ჟანრს პატივს ვცემ".
დათუნა სირბილაძე: "აზრი არ აქვს კამათს. ხან ერთი მომღერალი იმღერებს, ხან მეორე. ჩემი აზრით ამაზე ლაპარაკი სირცხვილია. ზოგი ერთ კონცერტში იმღერებს, ზოგი მეორეში. ტეხავს ამ თემის ხაზის გასმა საერთოდ. ეს ჩემი აზრია და შეურაწყოფას რაც შეეხება მეც გიერთდები მაგაში"-ასე პასუხობს აჩიკო ნიჟარაძის პოსტს დათუნა სირბილაძე.
მაია კაჭკაჭიშვილი: "მე თემატური სიმღერა მქონდა, ისიც ძალიან ძველი და ახლებურად გაკეთებული. მხოლოდ ამიტომ მაინტერესებს, დანარჩენ კონცერტებზე არ მაქვს პრეტენზია, იმიტომ, რომ არ ვარ მომღერლის სტატუსით".
ნინა წკრიალაშვილი: "მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თბილისობის დღესასწაულზე ნამღერი მაქვს, ველოდებოდი, რომ არ დამირეკავდნენ, მიზეზი ნამდვილად არ ვიცი. ჩემი რამდენიმე კოლეგაც არ ყოფილა, რომლებიც ახლა ჩემთან ერთად არიან: რატი დურგლიშვილი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, ქრისტინე იმედაძე".
ანრი ჯოხაძე: " წლების მანძილზე იყო კონცერტები სადაც ჟანრობრივად და კონცეფციიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა დაეძახათ ჩემთვის, მაგრამ რატომღაც არ ან ვერ ვახსენდებოდი ორგანიზატორებს მაგრამ საჯაროდ არასოდეს გამილანძღავს იქ გამოსული მომღერლები და არც ორგანიზატორები, ასევე ყოველთვის მადლობელი ვიყავი იმ კონცერტებში მონაწილეობით სადაც მეპატიჟებოდნენ.
თუ ასეთი ცუდი კონცერტი იყო როგორც ზოგიერთები ბედნიერად პოსტავთ, მაშინ გიხაროდეთ რომ არავის გაახსენდით.
ასეთი კომენტარებით პირდაპირ ხაზგასმით აღნიშნავთ საკუთარ "ლუზერობას" უხერხულია ერთი კონცერტის გამო ერთმანეთის ასე მიჩათლახება".