"ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მერგო ისეთი შეყვარებული" - უკრაინული "იქს ფაქტორის" 23 წლის ქართველი ვარსკვლავი პირადსა და კარიერაზე

"ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მერგო ისეთი შეყვარებული" - უკრაინული "იქს ფაქტორის" 23 წლის ქართველი ვარსკვლავი პირადსა და კარიერაზე

23 წლის ანდრია გველესიანის სიმღერამ და გარეგნობამ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ სამყარო და უკრაინული "იქს ფაქტორის" მაყურებელი აალაპარაკა. ჟიური მისმა სიმღერამ აღაფრთოვანა, თუმცა ლაივ-კონცერტებზე ვერ მოხვდა. ანდრია ახმეტელის თეატრის მსახიობია, ის საზოგადოებამ პროექტ "ჯეოსტარით" გაიცნო.

- "ჯეოსტარი" კარგი პერიოდი იყო ჩემთვის. მაშინ ხალხის უდიდესი სითბო ვიგრძენი, ახლა დეჟავუს მომენტი მაქვს, ისევ მწერს ხალხი, დადებითად ვიმუხტები, შესაბამისად უფრო მეტი სტიმული მაქვს. რადგან ახალბედა ვიყავი, "ჯეოსტარში" შეეძლოთ უფრო მეტი ემუშავათ ჩემზე და მეტი შანსი მოეცათ, თავი წარმომეჩინა. დაჩაგრულად თავს არ ვთვლი, უბრალოდ, ასე მოხდა. პატარა ვიყავი, პირველად ვიდექი დიდ სცენაზე. "ჯეოსტარის" პირველ კონცერტზე სულ სხვა სულისკვეთებით გავედი, თავისუფალი ვიყავი, მაგრამ ისეთი შენიშვნები მივიღე, ჩავიკეტე. ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავი ამ პროექტისთვის. შევიბოჭე და ბოლოს გამოვვარდი კიდეც.

- დღემდე ნაწყენი ხართ მარინა ბერიძესთან დაპირისპირების გამო?

- დაპირისპირება არ მქონია, ერთხელ მითხრა, გოგონები გააჩუმეო. მისი ბრალია, ალბათ, ასეთი აურა რომ იყო, მის წინააღმდეგ არაფერი მითქვამს. ხშირად მაკრიტიკებდა, შეიძლება მას ბევრ რამეში დაეთანხმო, დიდი გამოცდილება აქვს, ახლა რომ ვუყურებ მაშინდელ ჩანაწერებს, ვხედავ, რომ ჩემი სიმღერის დასრულების შემდეგ ბენდს, ბექ-ვოკალს და ყველას მადლობას უხდის და ბოლოს იწყებს ჩემზე საუბარს, ახლა ეს უკულტურობად მიმაჩნია, მაგრამ ყველა ადამიანი თავის კულტურაზე და გადადგმულ ნაბიჯებზე აგებს პასუხს.

- უკრაინულ "იქს ფაქტორში" გამოსვლა რატომ გადაწყვიტე?

- ყოველთვის ვფიქრობდი სადმე პროექტში გასვლაზე, გამოჩენაზე. ჩვენთან როცა დაიწყო "იქს ფაქტორი", მინდოდა გასვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე. შემდეგ წავედი უკრაინულ პროექტში, მინდოდა ხალხისთვის მეჩვენებინა, როგორ გავიზარდე. არც ვიცოდი ნინო ქათამაძე თუ იყო ჟიურიში, მათგან ასეთ შეფასებებს არ ველოდი. დილის 7 საათზე მივედი კასტინგზე, ბრონხიტი და სპაზმური ხველა მქონდა, ფსიქოლოგიურადაც ცუდად ვიყავი 13 ივნისის სტიქიის გამო, მთელი დღე დამყვებოდა ექიმი. თვალებზეც მეტყობა, ცუდად რომ ვიყავი. ლაივებამდე არ მიმიღწევია, თუმცა ამის მიზეზი არ ვიცი. ჩემს მეგობრებთან ერთად მოვხვდით ბანაკში, შენიშვნა არ მოუციათ პირადად ჩემთვის, საღამოს 3 ავტობუსში გადაგვანაწილეს და ჩამოგვსვეს სადგურზე.

- გყავს შეყვარებული?

- ჩემი შეყვარებული არის მაიკო ვაწაძე, რომელიც ჩემი ჯგუფელია. "რომეო და ჯულიეტა" ერთად ვითამაშეთ. ორივე მსახიობები ვართ და პატივს ვცემთ ერთმანეთის თაყვანისმცემლებს. არ მიყვარს დიდად ჩემს პირად ურთიერთობაზე საუბარი, მაგრამ ეს ჩემთვის პირველი სერიოზული ურთიერთობაა. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მერგო ისეთი შეყვარებული, როგორიც არის მაიკო ვაწაძე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

“მისის მსოფლიო“, რომელმაც "მისის შრი ლანკას" გვირგვინი წაართვა, დააკავეს - სილამაზის დედოფლების დრამა გრძელდება

მერაბ კოკოჩაშვილი მუშაობს ფილმზე, რომელშიც მონაწილეობას ჟერარ დეპარდიე და როზი დე პალმა მიიღებენ - რის შესახებაა კინოსურათი და რა როლები ექნებათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს

"პატარა პრინცის მოლოდინში" - მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ფეხმძიმე მეუღლის ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს