ინგა გრიგოლია: "იმედს ვიტოვებ, არანაირი პირადი კადრების გასაჯაროების მომსწრენი აღარ გავხდებით"

ინგა გრიგოლია: "იმედს ვიტოვებ, არანაირი პირადი კადრების გასაჯაროების მომსწრენი აღარ გავხდებით"

ტელეკომპანია "რუსთავი 2" სასამართლოს ხვალინდელი გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს და ტელევიზიაში ძალისმიერი შეჭრის მცდელობების შემთხვევაში თავს ასევე ძალისმიერად დაიცავს.

ამასთან ნიკა გვარამია შანტაჟის შემთხვევაზე საუბრობს და ადრესატებს მოუწოდებს, გამოქვეყნენონ ნებისმიერი ვიდეო რომელიც მათ აქვთ. რადგან ის არხის დატოვებას და კოლეგების ღალატს არ აპირებს.

გვარამიას სკანდალურ განცხადებას სოციალურ ქსელში ცნობილი სახეები ეხმაურებიან.

ინგა გრიგოლია: "იმედს ვიტოვებ, არანაირი პირადი კადრების გასაჯაროების მომსწრენი აღარ გავხდებით ამ ქვეყანაში ....იმედს ვიტოვებ, ყველა ჩემი მეგობარი ჩემს აზრზეა...იმედს ვიტოვებ ,რომ ჩემი ყველა მეგობარი რუსთავი 2-დან შეძლებს გააგრძელოს საკუთარი საქმიანობა...მე მათ წარმატებას ვუსურვებ!"

მერაბ მეტრეველი: "მინდა ხელისუფლებას მივმართო: არ ვიცი მართალია, თუ არა ის რასაც ამბობს გვარამია, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ მოხდება ამ ქვეყანაში ის, რასაც ბოლო ათწლეულებია ვუყურებთ, მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობა იქნება და თქვენც ისევე წახვალთ ისტორიის სანაგვეზე, როგორც სხვები გავისტუმრეთ!"

ირმა ნადირაშვილი: "ფიზიკურად უნდა დავიცვათ რუსთავი 2".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს