პატარა გოგონა, რომლის ხმასაც ვიდეოში მოისმენთ, 6 წლის ლიზა ფლოიდია. ის 911-ზე რეკავს და ტირილით ითხოვს დახმარებას. ყველაფერი, რასაც ამბობს, ძალიან რთულად მოსასმენია... ლიზას თვალწინ მისი მთვრალი მამინაცვალი გოგონას დედას სცემს, შემდეგ კი, როგორც ლიზას ისტერიკული ყვირილიდან ირკვევა, ბავშვის 4 წლის დასაც ურტყამს. [იხილეთ ვიდეო]
ამ ჩანაწერიდან წლები გავიდა. კიტ გრუელემ, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ადვოკატია, გადაწყვიტა, გაეგო, თუ როგორ განვითარდა ლიზას ცხოვრება ამის შემდეგ. პოლიციის დახმარებით, მან შეძლო გოგონას პოვნა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ლიზა ზრდასრულ ასაკშიც არაერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი, ამჯერად უკვე მისი ბოიფრენდისგან... ადვოკატისა და ფსიქოლოგის დახმარებით, ლიზამ შეძლო მძიმე წარსულისგან გათავისუფლება.