გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემში შეშით დატვირთული სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი ორი მამაკაცი კი მძიმედ დაშავდა. ისინი თბილისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"საავადმყოფოში შემოყვანის დროს პაციენტებს აღენიშნებოდათ თავის და ხერხემლის მრავლობითი დაზიანებები, ისინი საჭიროებდნენ ნეიროქირურგიულ პატრონაჟს, რის გამოც, თბილისში გადაიყვანეს", - განაცხადა "ჯეოჰოსპიტალსის" გურჯაანის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა რამაზ თევზაძემ.