აუდიტი "დილაში" - კლუბში ხელფასები თვითნებურად გაზარდეს

აუდიტი "დილაში" - კლუბში ხელფასები თვითნებურად გაზარდეს

გორის საფეხბურთო კლუბ "დილას" ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა საკუთარი და ფეხბურთელების ხელფასები ისე გაზარდეს, ქალაქის მერია საქმის კურსში არ ჩააყენეს. ამის შესახებ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

საფეხბურთო კლუბი ქალაქ გორის მერიის დაქვემდებარებაშია. იქ განხორციელებული ყველა ფინანსური კომბინაცია მერთან უნდა იყოს შეთანხმებული. ამიტომ, ააიპ "გორის საფეხბურთო კლუბ დილას" ფინანსურ მდგომარეობას შიდა აუდიტი შეისწავლის.

2015 წელს გორის ბიუჯეტში "დილასთვის" 2 მლნ ლარამდე თანხა გაითვალისწინეს. ახლა კი კლუბი 2 მლნ ლარზე მეტს ითხოვს. იმ ხელფასების ფონზე, რომელიც წელს კლუბმა ევროპული ტურნირებიდან მიღებული დივიდენდების წყალობითაც გაზარდა, კლუბის ადმინისტაციას მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმები გაუზარდა.

2015 წლის 21 ოქტომბერს კლუბის დირექტორს გიორგი ტუღუშს საკრებულოს ბიუროს წევრებთან დაძაბული საუბარი ჰქონდა. კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თუ ძვირადღირებულ ფეხბურთელებს სათანადო ანაზღაურება არ ექნება, კლუბი დაიშლება.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა