რა დისკუსია მოჰყვა "რუსთავი 2"-ის კონცერტს "ფეისბუქზე" - ყანდიაშვილი VS ლაფერაშვილი

რა დისკუსია მოჰყვა "რუსთავი 2"-ის კონცერტს "ფეისბუქზე" - ყანდიაშვილი VS ლაფერაშვილი

23 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ ორგანიზებული კონცერტი, "რუსთავი 2 შენთვის" გაიმართა.

კონცერტის გამართვის იდეას კოკა ყანდიაშვილმა "მოტყუებული ხალხის მანიპულირება" უწოდა და "ფეისბუქის" ვრცელ სტატუსში ტელეკომპანია კონცერტის პოლიტიზების გამო გააკრიტიკა, რასაც არხის ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელის, გიორგი ლაფერაშვილის პასუხიც მოჰყვა.

"მოტყუებული ხალხით მანიპულირება!!!

ძაან აიჭრნენ :))

ეკრანიდან ხალხს პირდებოდნენ - მოდით კონცერტი თბილისსო :)) პოლიტიკურად ანგაჟირებულებს კი სიტყვისთავისუფლება დავიცვათო....

რა გამოვიდა?

თავისულებაზე:

კონცერტზე მისული ბავშვები ვერ ხვდებიან - რატომ გამოდიან ვიღაც ტიპები პოლიტიკური რეჩებით.... ხოლო ამ რეჩების მოსასმენად მისული ასაკოვანი ნათესაობა - ვერ ხვდება რატომ ამღერებენ ამდენს ვიღაცეებს და სად არის მიტინგი.

ეკრანებზე:

კონცერტი ფონად - ხოლო ყველა უკმაყფილო პოლიტიკოსი ნაცნობი რეჩებით ეთერში ....

თუმცა ეს ხომ რუსთავი 2-ია :)) - სტილი დაცულია.

პ.ს. მაინც კაია - ბავშვები გაერთობიან", - დაწერა ყანდიაშვილმა.

"მანიპულირების ნიშნები ამ სტატუსში უფრო თუ დავინახე", - ასე გამოეხმაურა ყანდიაშვილს "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი.

"კონცერტი იყო ის-რაც უნდ ყოფილიყო -და რაც, ის ვინც რ2-ს უყურებს იცოდა:) ბოლო სერია იმ კონცერტების სერიაში, რაც ზაფხულიდან დაიწყო. მიმართვები ეთერში - არავითარ კავშირში არაა იმასთან რაც მოედანზე ხდებოდა.  ვინ ვინ და შენისთანა გამოცდილმა ტელევიზიონშიკმა ეს იცის:) შესაბამისად თავისუფლებაზე მისულმა მაყურებალმა მაყურებელმა ნახა ის კონცერტი -რომლის მოლოდინიც ჰქონდა - მათ კი, ვინც სახლში ყოფნა ამჯობინა(შენსავით) - ნახა კონცერტის ფრაგმენტები და რამდენიმე მოწოდება ჩვენი მხარდამჭერი პოლიტიკოსების/არასამთავრობოების/ კულტური სფეროს მოღვაწეების. ესაა და ეს :) მაყურებელს არჩევანი დავუტოვეთ -ვისაც კონცერტი უნდოდა -უნდა მისულიყო - ვისაც სანახაობა - სასარგებლო ინფორმაციაც (ჩვენი პოიციიდან) მიეღო. შესაბამისად, ვიდრე არ მეტყვი, რამდენი ბავშვი, ან მისი მშ`ბელი შეწუხდა თვისუფლების მოედანზე "პოლიტიკური რეჩებით" - მანამდე ვერ დავალაიქებ :)

***

კოკას მეგობრებს მოგიწოდებთ არ აღშფოთდეთ - არ არის საჭირო -მე და კოკა ყანდიაშვილს გვაქვს იმდენი წლის ურთიერთობა, რომ ერთმანეთს კითხვები ამ რეჟიმშიც დავუსვათ - ან აზრი გავუზიაროთ", - წერს ლაფერაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს