"შაბათის ქრონიკის" ეთერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. საკუთარი პოზიცია დააფიქსირა "რუსთავი2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.
ივანიშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
"დასკვნა პირველი: მხოლოდ რუსთავი 2ს უყურებს
დასკვნა მეორე: მხოლოდ რუსთავი 2 აინტერესებს
დასკვნა მესამე: რუსთავი 2თან დაკავშირებით მიმდინარე ყველა პროცესში უშუალოდაა ჩართული
დასკვნა მთავარი: ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინტელექტუალური ხეიბარია" - წერს გვარამია.
ბიძინა ივანიშვილის ყველა განცხადება იხილეთ ტეგზე # "ივანიშვილის შაბათის ქრონიკა"