სიმჭიდროვე, ტურბულენტობა, უცნაური ხმები და სიმაღლის შიში - ბევრი ადამიანისთვის თვითმფრინავით მგზავრობა ნამდვილი ჯოჯოხეთია. ამას ემატება უამრავი სტერეოტიპული კითხვა, რომელიც ყველა მგზავრს დაუსვამს. რა მოხდება, თუ თვითმფრინავს მეხი დაეცემა, ძრავი მწყობრიდან გამოვა ან ტყვია მოხვდება? ამ და სხვა კითხვებს გამოცდილი ამერიკელი პილოტი ტომ ბანი პასუხობს.
1. რა მოხდება, თუ თვითმფრინავის კორპუსს ტყვია მოხვდა?
ტყვიის გამო თვითმფრინავი არ ჩამოვარდება და არც ორად არ გადატყდება. იმისთვის, რომ საჰაერო ხომალდს საფრთხე შეექმნას, ტყვიამ ჰიდრო ან ელექტროსისტემა უნდა დააზიანოს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, თვითმფრინავი ფრენის გაგრძელებას შეძლებს, რადგან ამას უზრუნველყოფს ბორტზე არსებული სარეზერვო სისტემები.
2. უსაფრთხოა თუ არა ფრენა ჭექა-ქუხილის დროს?
ჭექა-ქუხილის დროს მაღალ სიმაღლეებზე ყოფნა უსაფრთხოა. უფრო საშიშია დაშვება, რადგან ჭექა-ქუხილის დროს ჰაერის დიდი სიმძლავრის ნაკადი მიწისკენ მოედინება. ამიტომ, ასეთ დროს თვითმფრინავის დაშვებისგან თავს ვიკავებთ.
3. რა მოხდება, თუ მობილური ტელეფონი თვითმფრინავის აფრენისას ჩართული დამრჩა?
არც არაფერი. რეალურად, ჩართული მობილური ტელეფონი საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ავიაციაში სხვა სიხშირეებს ვიყენებთ.
4. რა მოხდება, თუ თვითმფრინავს მეხი დაეცა?
განსაკუთრებული არაფერი. სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, მსგავსი ინციდენტები წელიწადში ორჯერ ხდება.