Google-ის თანამშრომელი ეკონომიის მიზნით ფურგონში ცხოვრობს

Google-ის თანამშრომელი ეკონომიის მიზნით ფურგონში ცხოვრობს

Google-ის ახალგაზრდა პროგრამისტი შემოსავლის დაზოგვის მიზნით ფურგონში ცხოვრობს. "ბიზნეს ინსაიდერის" ცნობით, 23 წლის ბრენდონს, რომელმაც საკუთარი გვარისა და ფოტოს გავრცელებისგან თავი შეიკავა, მანამდე სან ფრანცისკოში 2 ათას დოლარად ჰქონდა ბინა ნაქირავები.

ბრენდონის თქმით, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა "გუგლის" თანამშრომელი, გადაწყვიტა ხარჯები დაეზოგა და დაზოგილი თანხით ვალები გაესტუმრებინა. ახალგაზრდა პროგრამისტმა 10 ათას დოლარად შეიძინა ფურგონის ტიპის ავტომობილი, რომელსაც საცხოვრებლად იყენებს.

"ბიზნეს ინსაიდერის" ცნობით, "გუგლის" თანამშრომელს ახლა მხოლოდ 121 დოლარის გადახდა უწევს ყოველთვიურად ავტომობილის დაზღვევაში. ის არ იყენებს ელექტროენერგიას, სატელეფონო საუბრებს კი "გუგლი" უნაზღაურებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს