"ქვეყანას სჭირდება განვითარება და არა ეს გაუთავებელი ცოცხის ტრიალი" - ალეკო ელისაშვილი

"ქვეყანას სჭირდება განვითარება და არა ეს გაუთავებელი ცოცხის ტრიალი" - ალეკო ელისაშვილი

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის გაუთავებელ "ომზე" წერს:

"1. ძალიან უპასახუსმგებლოდ და არასერიოზულად გამოიყურება ნაციონალური მოძრაობა როდესაც ისევ ამტკიცებს ციხეში წამება არ იყო და ბედუკაძის დადგმული სცენები იყო მხოლოდ და მხოლოდო

2. ძალიან უპასუხუსმგებლოდ და არასერიოზულად გამოიყურება ქართული ოცნება, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის მეოთხე წელს ისევ და ისევ წამების კადრები აქვს შესათავაზებელი მოქალაქეებისთვის. კადრები რომელთა ჩამდენების დასასჯელად 3 წელი ჰქონდათარადა, ეს ქვეყანა არის ღარიბი, ძალიან ღარიბი. ლარის კურსის ვარდნამ და ეკონომიკურმა სტაგნაციამ კიდევ უფრო გააღარიბა ადამიანები. სამუშაო ადგილები, ეკონომიკის გაჯანსაღება, პატარა, ეფექტური და მართლა წელზექამარშემოჭერილი ბიუროკრატია და მის მიერ გატარებული გადაუდებელი რეფორმები გვჭირდება და არა ეს გაუთავებელი იწილობიწილო ოცნება-ნაციონალებს შორის.

ქვეყანას სჭირდება განვითარება და მიზანდასახული სხვა ამ მიმართულებით და არა ეს გაუთავებელი ცოცხის ტრიალი" - წერს ელისაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს