"მფლობელი იბრუნებს თავის კუთვნილ ტელევიზიას!" - სოფო ბედია "რუსთავი 2"-ის შესახებ

"მფლობელი იბრუნებს თავის კუთვნილ ტელევიზიას!" - სოფო ბედია "რუსთავი 2"-ის შესახებ

მომღერალი სოფო ბედია "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"მოგესალმებით მეგობრებო! არასოდეს გამოვირჩევი ჩემი პოსტებით ზოგად პოლიტიკაზე! ვარ ძალიან "ა "პოლიტიკური ადამიანი! მე მომღერალი ვარ და შესაბამისად ვმღერი ჩემი საყვარელი მსენელისთვის! რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს! დიახ მე ჯეოსტარით გავხდი ცნობილი, დიახ ბრავო იყო წარმატებული პროექტი და ბევრი სხვა გადაცემები "რუსთავი 2"-ზე! მე პირადად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაია ასათიანს და მის მთელ შემოქმედებით ჯგუფს! მაიკო გვიყვარხარ მეც და მიშასაც! მიყვარს და პატივს ვცემ "პროფილის" პროდიუსერებიდან დაწყებული, ოპერატორებით დამთავრებული ყველა! მიყვარს "მარაო რუსთავი 2"! ყველა გადაცემის სტუმარი ვიყავი და მადლობა ამისათის! რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, აქ მემგონი საფრთხე არავის ემუქრება! საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მფლობელი იბრუნებს თავის კუთვნილ ტელევიზიას! ვფიქრობ, რომ ამ თემის გაპოლიტიზირება არ არის ლამაზი! ბატონი ქიბარ ხალვაში არის ძალიან კეთილი და კარგი პიროვნება! არაჩვეულებრივი ადამიანი, მეუღლე, მამა და მეგობარი! მე მასზე ბევრი კარგი მსმენია, არამარტო ჩემი მეუღლისაგან, არმედ ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანისაგან! ბატონო ქიბარ, გისურვებთ წარმატებას და იმედია, სამართლე გაიმარჯვებს!", - წერს სოფო ბედია.

მომღერლის პოსტს ქიბარ ხალვაში ასეთ კომენტარს უკეთებს:

იხილეთ ასევე: "ნაციონალებს, რუსთავი 2-ის ინტრიგან ჟურნალისტებს დაგენძრევათ სულ მალე, რა ვქნა, მძულხართ საშინლად" - მიშა მესხი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს