ფოთი 100 000 ლარს დახარჯავს საკათედრო ტაძარში საკონფერენციო დარბაზის მოსაწყობად

ფოთი 100 000 ლარს დახარჯავს საკათედრო ტაძარში საკონფერენციო დარბაზის მოსაწყობად

ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო. ასევე, ტაძარში დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავს, რისთვისაც ყოველწლიურად 40 ათასი ლარია გათვალისწინებული.

"ეს იქნება სამების ტაძრის მსგავსი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე მოეწყობა. ის განკუთვნილი იქნება ახალგაზრდებისთვის, სხვადასხვა სახის გამოფენებისთვის, კონფერენციებისა და ა.შ.", - განუცხადა "ლაივპრესს" ფოთის საკათედრო ტაძრის აღდგენის ფონდის დირექტორმა და ქალაქის საკრებულოს წევრმა გია დარჯანიამ.

მისივე განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 100 ათასი ლარი საკონფერენციო დარბაზის სრულად მოწყობისთვის საკმარისი არ არის და ეს თანხა პირველი ეტაპის სამუშაოებს მოხმარდება, რომლის დასრულების შემდეგ ეპარქიას თანხის მოძიება ისევ მოუწევს.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა