თბილისში მგლების ხროვა გადაიღეს

თბილისში მგლების ხროვა გადაიღეს

დაცული ტერიტორიები სააგენტო "ფეისბუქზე" ფოტოხაფანგით გადაღებულ სურათს აქვეყნებს. ფოტოზე თბილისის ეროვნულ პარკში გავმოყრილი მგლების ხროვაა ასახული.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა სურათზე ძალიან საინტერესო კომენტარი დატოვა:

"პატარა ისტორია მგლების შესახებ ადრეც მეწერე ერთ-ერთ ფოტოზე და კიდე დავწერ - 1995 წელს 14 მგელი გაუშვეს იელოუსთოუნის ნაციონალურ პარკში. ზოოლოგებს და სხვა დამკვირვებლებს ვერ წარმოედგინათ, რომ ეს სვლა მკაფიოდ შეცვლიდა პარკის ეკოსისტემას. 70 წლის განმავლობაში ეს პარკი მგლების გარეშე არსებობდა. ამავდროულად პარკში ბინადრობდა უამრავი ირემი, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში უკონტროლოდ მრავლდებოდნენ (ადამიანების მიერ ირმების პოპულაციის კონტროლის ყველა მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა), რამაც საგრძნობი ზიანი მიაყენა ფლორას.

რასაკვირველია, 14 მგელს არ შეეძლო გაენადგურებინა ყველა ირემი, თუმცა, მათ აიძულეს ირმებს ფრთხილად შეერჩიათ საძოვარი ადგილები, შესაბამისად ირმები გაეცალნენ გარკვეულ ტერიტორიებს. ირმებისგან გათავისუფლებულ ადგილებზე გამრავლება დაიწყო სხვადასხვა სახეობის მცენარემ. 5 ჯერ მოიმატა ხეების რაოდენობამ 6 წლის განმავლობაში.

ასევე გაჩდნენ თახვები, რომლებიც ხით იკვებებიან და აშენებენ ფუღუროებს. წყლასაცავებში მომრავლდენ იხვები და თევზები. მგლებმა შეძლეს შეემცირებინათ ტურების რაოდენობა, რაც გახდა კურდღლებისა და თაგვების გაჩენის მიზეზი, ამან კი თავის მხრივ გამოიწვია პარკში ქორების, კვერნების და მელიების გამოჩენა. ასევე მივიდნენ დათვებიც, რომლებიც მგლის საკვების ნარჩენებით იკვებებოდნენ. გამრავლება დაიწყო კენკროვანმა მცენარეებმაც.

ნამდვილი მოულოდნელობა იყო, როდესაც მდინარეების კალაპოტი შეიცვალა, პარკში მგლების გამრავლების შედეგად. ტბისა და მდინარეების სანაპიროებზე შემცირდა ეროზია. ყოველივე ზემოთხსენებულის ამის მიზეზი იყო მგლების ზემოქმედება ირმებზე, რადგან ეკოსისტემამ დაიწყო დადებითი ცვლილებები. (სანაპიროზე გაიზარდა ხეები, ასევე გამრავლდა ბალახიც.) შეიცვალა პარკის გეოგრაფიაც. ყოველივე ეს თოთხმეტი მგლის დამსახურებაა".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს