ყველა საკაბელოსა და ინტერნეტპროვაიდმა "რუსთავი 2" ერთდროულად გათიშეს-ამის შესახებ ინფორმაციას მაია ორჯონიკიძე ავრცელებს.
"ყურადღება! მეტრო დელისთან ვცხოვრობ,მაქვს კერძო საკაბელო,რომელზეც რუსთავი2-ის ტელევიზია მე-3 არხზე მქონდა აგერ უკვე 5 წელია. ახლა გადავრთე და რუსთავი 2-ის მაგვივრად ივანიშვილის GDS -ს 20/30 მაუწყებლობს,არც სხვა არხებზე აღარაა რუსთავი 2". ჩემმა საკაბელომ რუსთავი 2 პაკეტიდან ამოიღო! გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია,რომ ხვალინდელი სასამართლოს წინ ხელისუფლება საკაბელოების მფლობელებს რუსთავის გათიშვას ავალებს,ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამო კი უფასოდ ისედაც უამრავი ადამიანი ვერ ახერხებს ტელევიზორის ყურებას. ასე ემზადება ივანიშვილი რუსთავი 2-ის დახურვისთვის,"-წერს მაია ორჯონიკიძე.
საკაბელო არხებიდან "რუსთავი-2"-ის გათიშვაზე სოციალურ ქსელში საუბრობენ ტელეკომპანიის თანამშრომლებიც. ორჯონიკიძის ინფორმაციით, "რუსთავი-2"-ის სიხშირეზე GDS -ი მაუწყებლობს.