"თუ მომხდარს ჟურნალისტებს შეატყობინებთ, საქმეს არ გამოვიძიებთ" - პოლიციის მუქარა დაზარალებულებს

"თუ მომხდარს ჟურნალისტებს შეატყობინებთ, საქმეს არ გამოვიძიებთ" - პოლიციის მუქარა დაზარალებულებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის თემში დაუდგენელმა პირებმა მაღაზია გაქურდეს. მაღაზიაში თხილის მიმღები პუნქტი იყო განთავსებული. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 8 ტომარა თხილი, ფული და სურსათი. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

სოფელში ამბობენ, რომ ადგილზე მისულმა პოლიციამ დაზარალებულები მკაცრად გააფრთხილა, "იმ შემთხვევაში, თუ მომხდარს ჟურნალისტებს შეატყობინებთ, საქმეს არ გამოვიძიებთო".

"გურიის მოამბე" დაზარალებულებს დაუკავშირდა, მათ ქურდობა დაადასტურეს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.

იხილეთ ვრცლად

guriismoambe.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა