უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა მანქანაში?

უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა მანქანაში?

თამბაქოს მოწევა რომ მავნებელია არა მარტო აქტიური, არამედ პასიური მწეველისთვისაც, ეს ყველამ იცის, მაგრამ გამეორება ყოველთვის საჭიროა - იმისათვის, რომ არავის დაავიწყდეს. მწეველს მოწევას ვერ აუკრძალავ მანამდე, სანამ სხვას არ აყენებს ზიანს. მაგრამ იმისათვის, რომ არამწეველთა უფლებები დაცული იყოს, ევროპაში დიდი ხანია აღარ შეიძლება სიგარეტის გაბოლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე.

სამსახურებში, რესტორნებში და საზოგადოების თავშეყრის გარკვეულ ადგილებში მოწევა იქ დიდი ხანია, აიკრძალა. ახლა კი ევროპელები უკვე ავტომობილებში მოწევაზეც აწესებენ შეზღუდვებს.

მაგალითად, ახლახან დიდი ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ვინც პირველი ოქტომბრიდან მსუბუქ ავტომობილში (კაბრიოლეტების გარდა) სიგარეტს მოწევს, თუკი მანქანაში მცირეწლოვანი ბავშვიც იქნება, მწეველი დაჯარიმდება. საწყისი ჯარიმა 50 ფუნტია (დაახლოებით 70 ევრო).

კანონი, რომელიც ბრიტანელებმა მხოლოდ ახლახან მიიღეს, საბერძნეთში 2010 წლიდან მოქმედებს: იქ 12 წლამდე ასაკის ბავშვიან მანქანაში მოწევაზე ძალიან სერიოზული ჯარიმებია - 1500 ევრო. ახლა კი იდენტური კანონის მიღებაზე ფრანგი და იტალიელი პოლიტიკოსებიც ფიქრობენ.

საინტერესოა, რა ხდება გერმანიაში? მართალია, ავტომობილში თამბაქოს მოწევაზე შეზღუდვების დაწესება გერმანელმა პოლიტიკოსებმაც მოითხოვეს და ამ საკითხს აქტიურადაც განიხილავდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერზე შეთანხმდნენ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს