მეცნიერებმა 250 პატარა გალაქტიკა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა 250 პატარა გალაქტიკა აღმოაჩინეს

კოსმოსური ტელესკოპი ”ჰაბლი” დაეხმარა მეცნიერებს აღმოეჩინათ გალაქტიკების ჯგუფი, რომელშიც ნაკლებ კაშკაშა და ძველი ობიექტები შევიდნენ. ზოგიერთი ამ გალაქტიკათაგანი გაჩნდა დიდი აფეთქებიდან 600 მილიონი წლის შემდეგ.

აღმოჩენა მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა გააკეთა, რომელსაც შვეიცარიის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის წარმომადგენელი ჰაკიმ ატეკომი ხელმძღვანელობდა.

საერთო ჯამში, მეცნიერებმა 250 პატარა გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელთაგან მომავალი სინათლე დედამიწაზე 12 მილიარდი წელი მოდიოდა. ზოგიერთი ამ გალაქტიკათაგანი კიდევ უფრო მბჟუტავი აღმოჩნდა, ვიდრე ისინი, რომელიც ”ჰაბლმა” მანამდე აღმოაჩინა.

დაკვირვებების შედეგად ასტროფიზიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაგროვილი სინათლე, რომელიც აღმოჩენილი გალაქტიკებიდან მოდის, შესაძლოა, სამყაროს ადრეული ისტორიის ბურუსით მოცული პერიოდის, პეიონიზაციის ეპოქის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ყოფილიყო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს