ჩინელმა მსახიობმა 31 მილიონ დოლარად ღირებული ქორწილი გადაიხადა

ჩინელმა მსახიობმა 31 მილიონ დოლარად ღირებული ქორწილი გადაიხადა

რამდენიმე დღის წინ შანხაიში წლის ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი გაიმართა. 26 წლის ჩინელმა მსახიობმა და მომღერალმა ანჯელა იანგმა, რომელიც Angelababy-ის სახელით არის ცნობილი, 31 მილიონ დოლარად ღირებული ქორწილი გადაიხადა. [იხილეთ ვიდეო]

ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ცერემონიას 2 000 სტუმარი ესწრებოდა, სტუმრების უსაფრთხოებაზე 200 მცველი ზრუნავდა. უკლებლივ ყველა სტუმარს სასაჩუქრე ჩანთები დაურიგდა, რომელშიც მობილური ტელეფონები იდო. ცერემონია, რომელიც ჰოლოგრაფიულ სასახლეში გაიმართა, ერთ-ერთ ჩინურ ონლაინ გამოცემაზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ქორწილის წინ ფოტოსესიისთვის წყვილი პარიზში გაემგზავრა, სადაც პატარძალი სხვადასხვა ძვირადღირებული, ექსკლუზიური საქორწილო კაბით ჩნდებოდა კამერების წინ. ქორწილის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნივთი იყო პატარძლის საქორწილო ბეჭედი, რომელიც 1,5 მილიონი დოლარი დაჯდა. ქორწილში ჩინელ მსახიობს კრისტიან დიორის კაბა ეცვა, რომელიც 5 თვის განმავლობაში იკერებოდა. თუმცა, უცნობია მისი ღირებულება.

შედარებისთვის, ქეით მიდლტონისა და პრინც ჰარის სამეფო ქორწილი 34 მილიონი დოლარი დაჯდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს