ქალები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

ქალები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

ქალი გამომგონებლები, ქალი ინჟინრები, ქალი ნოვატორები ცვლიან ჩვენს ცხოვრებას მინიმუმ, ნახევარი საუკუნეა და აუცილებელია აღინიშნოს, რომ ადრინდელი ფაქტები მხოლოდ იმიტომ არ არსებობს, რომ წყაროებმა არ შემოგვინახეს.

ჯეინ გუდოლი - პრიმატოლოგი, ანთროპოლოგი

ისეთი მეცნიერებები, როგორიცაა ანთროპოლოგია და პრიმატოლოგია, სწორედ ამ ქალის სახელთან არიან დაკავშირებული. სწორედ მან აღმოაჩინა პრიმატების ქცევებში ის ნიშნები, რომელიც დღეისათვის ითვლება ადამიანის და ადამიანის მსგავსი ორგანიზმების შესწავლის ბაზისად და ანთროპოლოგიის შესახებ წიგნებში აქსიომებადაა გაწერილი.

კეროლ გეიდერი - მოლეკულური ბიოლოგი

გეიდერმა ნობელის პრემია მიიღო ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ”ტელომერების ქრომოსომების და ტელომერების ფიგმენტების დამცავი მექანიზმების აღმოჩენისთვის”.

მეი ბრიტ მოზერი - ნეირობიოლოგი

მეი ბრიტ მოზერი თავის მეუღლესთან, ედვარდ მოზერთან ერთად, სისტემური ნევროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელია ნორვეგიაში. 2005 წელს მათ აღმოაჩინეს გრიდ-ნეირონები, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ”საკოორდინატო ნეირონები”, რომლებიც საშუალებას იძლევიან, გაირკვეს მათი ადგილმდებარეობა და ზუსტი სხეულის მოძრაობები.

ფრანცუაზა ბარე - ვირუსოლოგი

ფრანცუაზა ლუკ მონტანესთან და ჰაროლდ ცურ ჰაუზეინთან ერთად მუშაობდა. ამ ჯგუფის წყალობით მოხდა შესაძლებელი აივ ინფექციების გამოვლენა და შესაბამისად, მათი პრევენცია და კონტროლი.

გრეტჩენ დეილი - ეკოლოგი

ეკოლოგმა გრეტჩენ დეილიმ საკუთარი ცხოვრება ბიოგეოგრაფიას მიუძღვნა, გარემოს შენარჩუნებას და დაცვას და ბიოლოგიური მრავალფეროვნების საკითხს. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში იმის დასამტკიცებლად მუშაობს, რომ გარემოს შენარჩუნება და გაფრთხილება ყველასთვის მომგებიანი საქმეა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს