რას საქმიანობდნენ სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი და სხვა წარმატებული ადამიანები 25 წლის ასაკში

რას საქმიანობდნენ სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი და სხვა წარმატებული ადამიანები 25 წლის ასაკში

მსოფლიოში ბევრმა ცნობილმა და წარმატებულმა ადამიანმა კარიერულ აღმასვლას 30 წლის შემდეგ მიაღწია და ამისთვის საკმაოდ რთული გზის გავლაც მოუხდა.

გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ შეეცადა გაერკვია, რას საქმიანობდნენ 25 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანები.

დონალდ ტრამპი

„რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატს 25 წლის ასაკში მამამ კომპანია Elizabeth Trump & Son მართვა ანდო. დონალდ ტრამპი იმ მილიარდერების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ფუფუნებაში გაიზარდა და ქონების ნაწილი ოჯახისგან ერგო, თუმცა თავდაპირველად მამამ სამშენებლო ობიექტებზე ცარიელი ბოთლების შეგროვება დაავალა და ასე ასწავლა ფულის ყადრი.

ჯეფ ბეზოსი

„ამაზონის“ აღმასრულებელ დირექტორს ფინანსებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. 24 წლის ასაკში ბეზოსი საბანკო ინსტიტუციებისთვის განკუთვნილ დეველოპერულ კომპანიაში Bankers Trust მუშაობდა. ორი წლის შემდეგ ბეზოსი კომპანიის ყველაზე ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

მარისა მეიერი

Yahoo-ს აღმასრულებელი დირექტორი მარისა მეიერი 24 წლის ასაკში

„გუგლის“ მეოცე თანამშრომელი და კომპანიის პირველი ქალი-ინჟინერი გახდა. მარისა მეიერი „გუგლში“ 13 წლის განმავლობაში მუშაობდა. რამდენიმე წლის წინ ის Yahoo-ს აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.

მარკ ცუკერბერგი

25 წლის ასაკში მარკ ცუკერბერგს „ფეისბუქის“ განვითარებისთვის მუშაობის 5-წლიანი სტაჟი ჰქონდა. 2009 წელს, როცა „ფეისბუქის“ დამაარსებელს 25 წელი შეუსრულდა, სოციალური ქსელი პირველად გავიდა მოგებაზე, მისი მომხმარებლების რიცხვმა კი 300 მილიონს მიაღწია.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს