დროა ხელისუფლება გონს მოვიდეს და საკუთარი ხალხი დაიცვას "ცხვირ-პირის დანაყვისგან" - ირაკლი კაკაბაძის მიმართვა

დროა ხელისუფლება გონს მოვიდეს და საკუთარი ხალხი დაიცვას "ცხვირ-პირის დანაყვისგან" - ირაკლი კაკაბაძის მიმართვა

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გუშინდელი სკანდალური აუდიო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"დამნაშავე რეჟიმი უნდა გასამართლდეს

დიდი ხანია ამჟამინდელ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა შანსს გამოიყენებდა, რომ ქვეყანაში ძალადობა და საჭირო იყო სიმართლის კომისიის შექმნა საზოგადოების წარმომადგენლებისა. ქვეყანაში ისედაც უამრავი პრობლემაა: ბიოლოგიური და სოციალური გარემო თავზე გვენგრევა, ადამიანებს ტყუილად იჭერენ და უამრავი საგარეო საფრთხეა - არა მარტო რუსეთიდან მომდინარე. ამ დროს მიშა სააკაშვილი ხელოვნურად აპირებს პროვოცირება გაუკეთოს უდანაშაულო ადამიანების 'ცხვირ-პირის დანაყვას' და ტყვიის როლსაც კი. ამ დროს ღარიბაშვილის სრულიად უნიათო მთავრობა პიარის მხარეს პრაქტიკულად ვერაფერს უპირისპირებს კარგად ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფს. უკვე ცხადზე ცხადია, რომ მთელი ეს კამპანია სააკაშვილმა და მისმა ამფსონება არა 'სიტყვის თავისუფლებისათვის' და მედიის დამოუკიდებლობისთვის დაწყეს, არამედ ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდების გზით. სწორედ ამიტომაა, რომ ისინი პროვოცირებას უკეთებენ შეიარაღებულ კონფლიქტს. სააკაშვილის, ბოკერიას და მათს მსგავს ლიდერებს როგორც ეტყობა არსენალში აღარაფერი დარჩენია გარდა 'ცხვირ-პირის დანაყვისა'.

რატომ არის რომ დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდბიანად და კანონის ფარგლებში ნაცისტური-ნეოლიბერალურ-ავტოკრატიული რეჟიმი ისტორიას ჩაბარდეს? რატომ ხდება ისე რომ ხელისუფლება ამ ბანდიტების ჯგუფს აძლევს ასე თავისუფლად მოქმედების საშუალებას?

ამის მიზეზი ისაა, რომ პირადად ირაკლი ღარიბაშვილი ზუსტად იმ ძალას ეყრდნობა, რომელიც მიშა სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის შექმნილია - ეს არის კარგად ჩასუქებული სპეცსამსახურის ზონდერები. ეს რამოდენიმე 'კუნთმაგარი ბიჭი', ორივე პარტიაშია გადანაწილებული - როგორც ნაცებში, ასევე ქოცებში. და ამ დაჯგუფებებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ქვეყანას დაღუპვის პირას მიივანს.

მიხეილ სააკაშვილი რომ საბჭოთა კგბ-ს ლეიტენანტია და მის სტრუქტურებში ნამუშევარი, რომელსაც კარგად აქვს ნასწავლი ძალადობის პროვოცირება - ამას ის 2003 წლის ვარდების რევოლუციის წინაც ცდილობდა რომ არა ზურაბ ჟვანიას და სხვა პოლიტიკოსების ფაქტორი - უკვე საყოველთაოდ ცნობილია. ისიც ცნობილია, რომ ეს ადამიანი არის ძალაუფლების მანიაკი, რომელიც თავისი მაღალი მდგომარეობით არასდროს კმაყოფილდება და მუდამ ცდილობს თავისი ქვეყანა ჩაითრიოს ომსა და ძალადობაში. სწორედ ამიტომ - მისი მმართველობის პერიოდში შეიქმნა დიდი ძალადობის მანქანა - ათასობით ზონდერით და მკვლელით. საქართველოში ყველაფერი დღემდე - ვიმეორებ დღემდე ემორჩილება პოლიციური მანქანის ინტერესებს, რომელიც დანარჩენ მსოახლეობას საკუთარ მონა-მორჩილად აღიქვამს და არ არიდება ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანისათის არც 'ცხვირ-პირის დანაყვას' და სროლასაც კი.

დღეს საქართველოში ძალადობის მონოპოლია ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას კი არა - სხვადასხვანაირი პოლიტიკური ჯგუფების ხელშია. გიგა ბოკერიას გუშინდელმა საუბარმა 'მაესტროს' ეთერში კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ ეს ადამიანები არაფერზე გამჩერებლები არ არიან - ის, რომ თვითონ ამ პოლიტიკური მანიკებისათვის არ არსებობს არანაირი 'წითელი ხაზი', რომ მათთვის ადამიანის სიცოცოხლე არაფერს ნიშნავს.

საქართველოში დღეიდანვე უნდა დაიწყოს ძალადობის და პოლიციური რეჟიმის გასამართლება. ეს არ არის მხოლოდ ნაცისტური პარტიის გასამართლება. ეს არის ნაციონალური მოძრაობის თამადობით ყველა იმ ძალის და სტრუქტურის გასამართლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არაკეთილსინდისიერად და უსინდისოდ იყენებს ძალადობის მონოპოლიას და კუნთმაგარ ბიჭებს.

2012 წელს პრაქტიკულად მთელმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ძალადობრივი რეჟიმის მშვიდობიან ჩანაცვლებას. მაგრამ ამ არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ ეს საქმე სათანადოდ ვერ გააკეთა. ძალოვანი უწყებები, პროკურატურა, შსს სავსეა ძველი ნაცისტური კადრებით - მათ გამოაშკარავებას გადაყვა იური ვაზაგაშვილის ცხოვრება. მათი ხელიდან დაიღუპა ბესო ხარძიანი და კიდევ არაერთი ადამიანი. პოლიციური რეჟიმი ისევ და ისევ მართავს ქვეყანას და იმის მაგივრად რომ სააკაშვილის-მაგვარ მოძალადეებს პასუხი აგებინოს და იზოლირება გაუკეთოს, თვითონ მშვენივრად ერგება ამ ძალადობის მანქანას და საკუთარი კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია ძალაუფლებისთვის იყენებს.

სწორედ ამიტომ არის საჭირო საზოგადოებრივი სიმართლის კომისია - რაც ჩვენ გუშინ ბატონ პრეზიდენტს შევთავაზეთ და იმედი გვაქვს რომ ის პოზიტიურადე გამოეხმაურება ამ ინიციატივას. არსებობს გამოცდილება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

სწორედ ამიტომ არის საჭირო პოლიციური რეჟიმის, როგორც ასეთი გასამართლება, სადაც ამ რეჟიმის არქიტექტორებს მინიმუმ აუკრძალავენ პოლიტიკაში და საჯარო ცხოვრებაში ხელების ფათურს.

დროა ეს ხელისუფლება გონს მოვიდეს და საკუთარი ხალხი დაიცვას 'ცხვირ-პირის დანაყვისგან' და სროლისგანაც.

აღარ შეიძლება ამდენ ძალადობაში ცხოვრება".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს