"სწორედ გაბუტულმა ბავშვებმა და ჯიუტმა და ყოვლად ინფანტილურმა ადამიანებმა დაღუპეს ეს ქვეყანა" - გრიგოლ გეგელია მიხეილ სააკაშვილსა და ძალაუფლებაზე

"სწორედ გაბუტულმა ბავშვებმა და ჯიუტმა და ყოვლად ინფანტილურმა ადამიანებმა დაღუპეს ეს ქვეყანა" - გრიგოლ გეგელია მიხეილ სააკაშვილსა და ძალაუფლებაზე

ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია მიხეილ სააკაშვილზე, ძალაუფლებასა და ადამიანის ხასიათის თვისებებზე, რომლებსაც ქვეყანა შეეწირა: 

"სააკაშვილზე ისე წერთ, თითქოს რაიმე ახალი შეიტყვეთ. არ ვიცი ახალი რა გაიგეთ. სააკაშვილი არის არა სახელმწიფო მოღვაწე, არამედ ადამიანი, ვისაც უსაზღვროდ უყვარს ძალაუფლება, ადამიანი რომელიც ყველაზე მაღლა და ყველაფერზე მაღლა, მათ შორის მორალურ პრინციპებსა, საკუთარ იდეალებსა და საკუთარ მეგობრებზე უფრო მაღლა აყენებს და მუდამ დააყენებს ძალაუფლების ფლობას, როგორც იდეალურ ბოლოს.

ვინც ეს აქამდე ვერ გაიგო, არ ვიცი რა გითხრათ. თქვენ ხელახლა აირჩევთ სხვა მის მსგავს ადამიანებს (ერთი ასეთი საქართველომ აირჩია კიდეც 2012 წელს). სანამ ჯეროვნად არ დაგვიფასებია, რომ არ შეიძლება კონკრეტული ტიპის ადამიანების მმართველად არჩევა, მუდამ ავირჩევთ ასეთებს.

მაშ აქვე ვიკითხოთ: როგორის არჩევა არ შეიძლება? გაბუტული ბავშვების (და ბავშვი აქ არა ასაკს, არამედ სულის მდგომარეობას აღნიშნავს!), ჯიუტი ადამიანების, რომლებსაც არაფრის მოსმენა და გათვალისწინება არ შეუძლიათ და კრიტიკას წყენად იღებენ, ბოროტი ადამიანების რომლებიც ცხოვრებაზე ნაწყენი არიან (ამაზე გადასარევად წერდა ლაშა ბუღაძე!), ძალაუფლების ფლობის სურვილით დაავადებული ადამიანების, რომლებიც ემსახურებიან არა პრინციპებსა და იდეალებს, არამედ საკუთარ ძალაუფლებას და მისი ფლობის სურვილის მონები არიან.

არ აირჩიოთ ასეთი ხალხი! სწორედ გაბუტულმა ბავშვებმა და ჯიუტმა და ყოვლად ინფანტილურმა ადამიანებმა დაღუპეს ეს ქვეყანა. და სწორედ ისინი დაღუპავენ მუდამ, ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ თქვენ მათ ირჩევთ, ასაზრდოებთ და ქმნით. ახალი აქ არაფერია!".

"ძალაუფლების სიყვარული კი არაა პრობლემა, არამედ მხოლოდ ძალაუფლების სიყვარული და მისი იმისთვის ფლობა, რომ ძალაუფლებას ფლობდე. შესაძლოა ძალაუფლება გინდოდეს იმისთვის, რომ სამყარო გადააწყო შენი იდეალების მიხედვით, იმისთვის რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე თუნდაც ოდნავ უფრო ღირსეული და ოდნავ უფრო ლამაზი იყოს! და არა იმისთვის, რომ შენს პატივცემულ გვამს 20 კაცი დაყვებოდეს და 30 მანქანით გადაქონდეთ!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს