ყველაზე საშიში ტყეები მსოფლიოში

ყველაზე საშიში ტყეები მსოფლიოში

ტყეები ხშირად საშიში და საიდუმლოებით მოცულნი ჩანან. ტყუილად არ არის მსოფლიო ფოლკლორი სავსე ისტორიებით, სადაც ტყეში მისტიკური ამბები ხდება. დღეს მოგიყვებით იმ ტყეების შესახებ, რომლებიც ხალხში შიშს იწვევენ თავიანთი ლეგენდების და ისტორიული ფაქტების გამო.

1. იაპონიაში არსებობს სულისშემძვრელი ადგილი აოკიგაჰარა. ფუძის მთის ქვეშ არსებული ტყე კუნძულ ჰონსიუზე მდებარეობს და უკვე ნახევარი საუკუნეა პოპულარობით სარგებლობს თვითმკვლელებს შორის. 1970 წლიდან მოყოლებული პოლიცია რეგულარულად ამოწმებს ტყეს და დღეში საშუალოდ 70-დან 100-მდე გვამს პოულობს.

2. რუმინული ტყე ჰოია ბაჩუ ცნობილია, როგორც პარანორმალური ზონა. ადგილობრივები და რამდენიმე მეცნიერი ამბობს, რომ იქ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები დაინახეს, ესმოდათ ხმები, ხედავდნენ გაურკვეველ ფიგურებს და სხეულებს. ხალხმა ტყეს ბერმუდის სამკუთხედი დაარქვა და ცდილობენ არასოდეს მოხვდნენ იქ. თუ ვინმე მის ტერიტორიაზე შედის, შემდეგ თავის ტკივილებს, თავბრუსხვევას, გულისრევას და სხვა სიმპტომებს უჩივის.

3. ინგლისში, კენტის საგრაფოში არის მყვირალა ტყე, რომელიც მოჩვენებების სავანედ ითვლება. ლეგენდის მიხედვით, მეჩვიდმეტე საუკუნეში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოკლეს ყაჩაღი, რომლის სული დღემდე დაძრწის ტყეში და შურისძიებაზე ოცნებობს. ამბობენ, რომ იქ პოლტერგეისტები სახლობენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ დილაობით ტყიდან კივილის ხმები ისმის.

4. ამერიკაში, მასაჩუსეცის შტატში არსებობს ტყე, რომელიც სატანისტების, თვითმკვლელების და ქურდების ადგილად ითვლება. ლეგენდის თანახმად, იქ ხშირად ატარებდნენ საკულტო რიტუალებს, მოჰქონდათ მსხვერპლი და რიტუალურად კლავდნენ ცხოველებს. თქმულებების მიხედვით, ეს ადგილი დაწყევლილია ინდიელების მიერ. ტყეში დარჩენილია მათი სამარხები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს