ჰელოუინს ბოლო დროს საქართველოშიც ბევრი აღნიშნავს. ახალგაზრდები კოსტიუმირებული მასკარადით კარგად ხალისობენ. თუმცა ამ გასართობს ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს ზეიმი და რატომ ღელავენ მორწმუნენი? ამ თემაზე ბათუმის წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შიო პაიჭაძე საუბრობს.
- ჰელოუინი წარმართული დღესასწაულია და მას ევროპაში, განსაკუთრებულად კი ამერიკაში აღნიშნავენ. დღესასწაულს მასკარადის სახე აქვს და გარდაცვლილთა სულების "დაშინებას" და "განდევნას" ისახავს მიზნად. საქართველოში უკვე მერვე წელია აღნიშნავენ.
ჩვენთან მსგავსი ტიპის დღესასწაულის აღნიშვნა, უბრალოდ მიმბაძველობაა და ის არ უკავშირდება ქართულ წარმართულ ტრადიციებს. ამიტომ ის ჩვენს რეალობაში აბსურდიზმამდე მიდის. საერთოდ, ბოლო ხანს საქართველოში ერთგვარ მოდად იქცა უცხოური დღესასწაულებისა თუ ტრადიციების მექანიკური გადმოტანა და საყოველთაო ზეიმებად გადაქცევა. სამწუხაროა, რომ მართმადიდებლურ ქვეყანაში, სადაც უამრავი უკეთური ტრადიციაა აღმოსაფხვრელი, მას კიდევ მსგავს უმსგავსობას ვუმატებთ.
გაგრძელება