ზესტაფონში სტალინის ძეგლი აღადგინეს

ზესტაფონში სტალინის ძეგლი აღადგინეს

ზესტაფონში, დაბა შორაპანში იოსებ სტალინის ძეგლი აღადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ.

"დღეს, ქალაქ ზესტაფონში, კერძოდ, დაბა შორაპანში სტალინის ძეგლი აღადგინეს. ახალგაზრდები გამოთქვამენ პროტესტს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ არ სურთ წარსულში დაბრუნება. თუმცა არსებობს ამავე დაბის დეპუტატის, კობა გოჩალეიშვილის მსგავსი ხალხი, რომლებსაც სტალინი ხატად ჰყავთ, სურთ მისი ძეგლის და სურათების თაყვანისცემა და ლოცვა. ახალგაზრდები ეუბნებიან არას სტალინიზმს!!!" - წერია ენმ-ს ზესტაფონის ორგანიზაციის "ფეისბუქ"-გვერდზე.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა