რა იწვევს სხეულის სხვადასხვა ნაწილების ტკივილს

რა იწვევს სხეულის სხვადასხვა ნაწილების ტკივილს

ტკივილი ორგანიზმის განგაშის გზავნილია, რომელიც იუწყება, რომ რაღაც წესრიგში არ არის. თუ სხეული ყოველგვარი მიზეზის გარეშე გტკივათ, დიდი ალბათობით, პრობლემა ფსიქოსომატური ხასიათისაა. ჩვენ დაგეხმარებით იმის გაგებაში, სხეულის კონკრეტული მონაკვეთის ტკივილის დროს, რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი.

1. თავის ტკივილი

თუ მუდამ სტრესში ხართ და იღლებით, არ გაგაკვირვოთ თავის ტკივილმა. თავის ტკივილის დასამარცხებლად საუკეთესოა მედიტაცია ან იოგა.

2. კისრის ტკივილი

ადამიანი, რომელიც თავის თავს რაიმეს ვერ პატიობს, ხშირად უჩივის ტკივილს კისრის არეში. დანაშაულის გრძნობა ამ ადგილს პარალიზებას უკეთებს. იმისთვის, რომ კისრის ტკივილმა გაგიაროთ, უნდა გაისუფთავოთ სინდისი. უნდა მიუტევოთ საკუთარ თავსაც და ადამიანებსაც.

3. მხრების ტკივილი

მხრები ის ზონაა, სადაც ადამიანს ყველა პასუხისმგებლობა და საზრუნავი აწვება. მხრების ტკივილის საუკეთესო წამალი საკუთარი ტვირთის ახლო ადამიანებისთვის გაზიარებაა. შეწყვიტეთ ყველანაირი საზრუნავის საკუთარი მხრებით ტარება და დაიხმარეთ ახლობლები.

4. ტკივილი წელის ზედა ნაწილში

ეს ზონა სიყვარულზე აგებს პასუხს. მსგავსი ტკივილების შემთხვევაში, დროა ადამიანებთან ურთიერთობები დააბალანსოთ. თქვენც იმდენივე სიყვარული უნდა გასცეთ, რამდენსაც იღებთ.

5. იდაყვების ტკივილი

იდაყვების ტკივილი არის გამოძახილი იმისა, თუ რამდენად სასტიკი ხარ გარე სამყაროსთან მიმართებაში. იყავით კეთილი, წადით დათმობაზე და ეს მონაკვეთი აღარ გეტკინებათ.

6. ხელების ტკივილი

ხელების ტკივილი მეტყველებს ხალხთან ურთიერთობის ნაკლებობაზე ან მის სიჭარბეზე. დაიმახსოვრეთ, გადაჭარბებული არაფერი ვარგა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს