მილიონერები, რომელთაც სასახლე ქოხზე გაცვალეს

მილიონერები, რომელთაც სასახლე ქოხზე გაცვალეს

ისტორია მილიარდერების შესახებ, რომელთაც უარი თქვეს ფუფუნებაში ცხოვრებაზე, უაზარმაზარ სასახლეებსა და ძვირადღირებულ მანქანებზე, ერთი შეხედვით კინოფილმის სიუჟეტს ჰგავს. თუმცა, რეალურ სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომელთაც ქონებაზე სრულად თქვეს უარი და ცხოვრების თავიდან, ფულის გარეშე დაწყება ამჯობინეს.

კომპანია DR International-ის დამფუძნებელმა ბანვარალა დოშიმ რამდენიმე თვის წინ უარი თქვა 600 მილიონიან ქონებაზე. ინდოელმა ბიზნესმენმა ჯანაიზმი მიიღო და ბერად აღიკვეცა.

ავსტრიელმა კარლ რაბედერმა პირველი მილიონი 32 წლის ასაკში იშოვნა, 47 წლისამ კი უარი თქვა ქონებაზე. რაბედერმა ქონება თანდათანობით გაყიდა და არაკომერციული ორგანიზაცია MyMicroCredit-ი დააფუძნა, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ორგანიზაცია აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში მცხოვრებ ღარიბებს ეხმარება. თავად ყოფილი მილიონერი ერთ პატარა სახლში დასახლდა და ახლა მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო ლექციების კითხვაა თემაზე „რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის“. ქონებაზე უარის თქმის შემდეგ კარლ რაბედერი მეუღლემ მიატოვა.

ბრიტანელმა მილიონერმა ჯონ პედლიმ ცხოვრების მანძილზე ბევრი რამ გადაიტანა - იჯდა ციხეში, იყო ალკოჰოლიკი, ავტოავარიის შემდეგ კი ექვსი კვირის გ ანმავლობაში კომაში იყო. კომიდან გამოსვლისა და გამოჯანმრთელების შემდეგ პედლი ეკლესიური გახდა და ქველმოქმედებით დაკავდა. ის მალევე შეელია თავის სატელეკომუნიკაციო ბინზესს და ექვს მილიონ ფუნტად ღირებულ სასახლეს. ჯონ პედლიმ ქონების გაყიდვით დაგროვილი ფული Uganda Vision-ის ფონდში გადარიცხა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს