ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა, პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით, ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევი ქალბატონების მხარდასაჭერად "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" კახეთის რეგიონალური წარმომადგენლობა დააფუძნა.
ამასთან დაკავშირებით კახეთის რეგიონში ქ. თელავში განხორციელდა პროექტი "ჩვენ,ყველგან ვართ", რომლის იდეის ავტორია კომპანია "მარიგოლდი". წინანდალში, ა. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ჟურნალისტებისა და "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" წევრების მონაწილეობით ფოტოსესია გაიმართა.
პროექტის ფარგლებში კლუბში გაწევრიანებულ ქალბატონებს საჩუქრად გადაეცათ ოპერაციის შემდგომი საჭიროებისათვის სპეციალური პროთეზები და აზღუდები.