ყველა სკანდალი, რომელიც კალაძის ცოლის ძმას თანამდებობამ მოუტანა - გიორგი არეშიძის პროფესიული და პირადი

ყველა სკანდალი, რომელიც კალაძის ცოლის ძმას თანამდებობამ მოუტანა - გიორგი არეშიძის პროფესიული და პირადი

თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია. დედაქალაქის მერი დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, თანამდებობებს ტოვებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი.

გიორგი არეშიძის თანამდებობაზე დანიშვნას თავიდანვე სკანდალი მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობა" ამბობდა, რომ მისი დანიშვნით "ქართულმა" ოცნებამ" ხელისუფლებაში ნეპოტიზმი გააძლიერა, ვინაიდან არეშიძე ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ცოლის ძმაა.

გათავისუფლებულ არეშიძეს დედაქალაქის მერი დადებითად მოიხსენიებს. ნარმანია ამბობს, რომ გიორგი არეშიძემ ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად იმუშავა, და მას როგორც მერიაში მუშაობისას, ასევე მერის არჩევნების წინაპერიოდში 24-საათიან რეჟიმში გვერდით ედგა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, გიორგი არეშიძემ თანამდებობა თავად დატოვა. ჟურნალისტებთან საუბრისას ნარმანიამ თქვა, რომ არეშიძის სამომავლო გეგმები კერძო სექტორს უკავშირდება.

თანამდებობაზე ყოფნისას კი არეშიძე არაერთხელ გაეხვა სკანდალში. პირველად მასზე ხმამაღლა მაშინ ალაპარაკდნენ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მისი სახით ხელისუფლებას უდიპლომო საჯარო მოხელე ჰყავდა.

უნივერსიტეტი, რომელიც კალაძის ცოლის ძმამ, გიორგი არეშიძემ დაამთავრა (წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი), ავტორიზებული არ არის და შესაბამისად, აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომებს სახელმწიფო არ აღიარებს.

"დიპლომის სკანდალი" არაფერია იმასთან, რის გამოც პასუხისგება გიორგი არეშიძეს მერიაში მუშაობის მომდევნო პერიოდში მოუწია. ოპონენტების ბრალდება ძალიან მწვავე იყო და ის საბიუჯეტო თანხების უკანონო ხარჯვას გულისხმობდა. უფრო დეტალურად, არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" დამფუძნებელმა გიგი კუბლაშვილმა იგი თანხების უკანონო ხარჯვაში დაადანაშაულა და ბანაკის მომსახურებისთვის მისი მეგობრის აიპისთვის თანხის უკანონო გადარიცხვაში დასდო ბრალი. კუბლაშვილი აცხადებდა, რომ გიორგი არეშიძის სამსახურს შეეძლო ბანაკის სამუშაოებისთვის მერიაში არსებული აიპი სამსახურის მომსახურებით ესარგებლა. მაშინ არეშიძემ განმარტა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. დამაჯერებლობისთვის კი ბანაკის დანახარჯების დეტალური ანგარში წარადგინა.

იხილეთ დეტალები სტატიაში| რაში დაიხარჯა ბიუჯეტის 95 ათასი ლარი - კალაძის ცოლის ძმამ შაორის ახალგაზრდული ბანაკის დეტალური ხარჯთაღრიცხვა წარადგინა

რაც შეეხება ნეპოტიზმის ბრალდებას, რომლის მოსმენა მას გაუთავებლად უწევდა, გიორგი არეშიძე ასე პასუხობდა:

"ნეპოტიზმს რაც შეეხება, მე ხშირად აღვნიშნავ, რომ ჩემი კარიერა დავიწყე აბსოლუტურად დამოუკიდებლად, მაშინ ოპოზიციაში ვიყავი, ბატონი დავით ნარმანიას გუნდში, "ქართულ ოცნებაში." რაც შეეხება კახასთან კავშირს, იმის გარდა, რომ კახა ჩემი ნათესავია და ერთი და იგივე პერიოდში მოგვიწია ერთი და იგივე პარტიაში საქმიანობა, მეტი შეხება ჩვენ არ გვქონია. მე სადმე დავინიშნებოდი თუ არ დავინიშნებოდი, კონტაქტი ამ კუთხით კახასთან არასდროს მქონია.

რეკომენდაცია კახას არ გაუწევია. მე მერის არჩევნების დროს ბატონი ნარმანიას გუნდში ვიყავი. ჩვენ, ახალგაზრდები საარჩევნო პრობლემებიდან გამომდინარე ვმუშაობდით. არჩევნების მეორე ტურის დამთავრების შემდეგ, ბატონმა დავითმა შემომთავაზა, წამოვსულიყავი მის გუნდში მერიაში და მე დავთანხმდი ამ წინადადებას. წამოვედი, ვუდგავარ გვერდში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 2015 წლიდანვე დაიწყოს მერის საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილის შესრულება, რომელიც ეხება სპორტსა და განათლების მხარეს. ჩემი აქ წამოსვლა პირადად ჩემსა და მერს შორის გადაწყდა, სხვა არავინ ჩარეულა ამ გადაწყვეტილების მიღებაში".

იხილეთ სტატია| "ჩემთვის რეკომენდაცია კახას არ გაუწევია" - გულახდილი ინტერვიუ კახა კალაძის ცოლისძმასთან

რაც შეეხება გიორგი არეშიძის პირად ცხოვრებას, მან 2013 წელს იქორწინა. წყვილმა მოკრძალებული ცერემონია გადაიხადა და ჯვრისწერას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

როგორც დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, გიორგი არეშიძე, რომელიც დღეიდან უკვე აღარ არის მერიის თანამშრომელი, და შესაბამისად, აღარ შეუქმნის უხერხულობას ვიცე-პრემიერის ცოლის ძმის სტატუსი, სამომავლოდ კერძო სექტორში განაგრძობს მუშაობას.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."