შუახევიდან მოცვის ევროპულ ბაზარზე გატანას გეგმავენ

შუახევიდან მოცვის ევროპულ ბაზარზე გატანას გეგმავენ

ზვიად მიქაძე და თენგიზ მიქელაძე მათ მიერ გაშენებული მოცვის პლანტაციისგან ნაყოფიერ მოსავალს უახლოეს მომავალში ელიან.

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუთურაულში კოოპერატივი „გედი“ სოფლის მეურნეობისა და განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით შეიქმნა.

თენგიზ მიქელაძის თქმით, კოოპერატივთან დაკავშირებული ინფორმაცია მეზობლისგან შეიტყო და პროექტში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

"შემოგვთავაზეს ორი ჯიშის მოცვი: ბლუკროპი და ლეგასი (ლურჯი მოცვი). ჩვენი თანხმობის შემდეგ გამოგვიგზავნეს ტექნიკა, დაგვიმონტაჟეს სისტემა, წყლის მიმწოდებელი ძრავა, მოგვაწოდეს ჭურჭელი და 900 ძირი ნერგი. მცირე ფინანსური დანაზოგის სახით, პროექტის განხორციელებაში ჩვენი წილიც შევიტანეთ. შევიძინეთ დამატებით 200 ძირი ნერგი. მოსავალს მოცვი სამ წელში იძლევა. უკვე თითქმის ორი წელი სრულდება, რაც პლანტაცია გავაშენეთ და პირველი ნაყოფიც მოგვცა. ბუჩქი დაახლოებით სამიდან ოთხ მეტრამდე უნდა გაიზარდოს, ძირის მოსავლიანობა კი ჩვენი ვარაუდით, 4-დან 7 კილოგრამამდე იქნება. სულ მოცვის 1100 ძირი გვაქვს დარგული. მოცვის მოსაყვანად ძალიან დიდი შრომაა საჭირო. პირველ რიგში, რაც მთავარია ბუჩქები უნდა გასუფთავდეს სარეველა ბალახებისგან. ქიმიური შეწამვლა არ ხდება, მკვებავ ორგანულ ნაერთს ვიყენებთ", - ამბობს თენგიზ მიქელაძე.

კოოპერატივ "გედის“ თავმჯდომარის, ზვიად მიქაძის თქმით, მოცვის პლანტაცია საკმაოდ შემოსავლიანი იქნება კოოპერატივში გაერთიანებული ოჯახების ფინანსური შემოსავლებისთვის.

"მოცვით მოვამარაგებთ ადგილობრივ ბაზარს და შესაძლოა, მომავალში ევროპულ ბაზარზეც გავიდეთ", - აღნიშნა ზვიად მიქაძემ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს