"არ გვაძინებდა სიცივე დიდხანს..." - ცოტნე გამსახურდია ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს

"არ გვაძინებდა სიცივე დიდხანს..." - ცოტნე გამსახურდია ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს

ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს და მის ისტორიას იხსენებს.

"ამ ფოტოზე 16 წლის ვარ, სომხეთში, იჯევანში...

"არ მინდა ძველი დარდები, რომ გულში აიწეწოსა"... უბრალოდ ვცდილობ, გავიხსენო საკუთარი შინაგანი მდგომარეობა, სომეხი უბრალო ხალხის შესანიშნავი დამოკიდებულება და ტერ-პეტროსიანის ხელისუფლების ვირთხობა... მაშინ აღმოვაჩინე, რომ როდესაც მობილიზებული ხარ, ძილი თითქმის აღარ გინდა; რომ თუ თავს ხელში აიყვან აღარც შეგცივდება და აღარც დაიღლები... თუმცა, მაინც არ გვაძინებდა სიცივე დიდხანს. მახსოვს უამრავი ლაჩარი და მოღალატე, რომელთა სახელებს ახლა არ გავუწევ პოპულარიზაციას... они - никто и звать их никак.

მახსოვს ერთგული, ვაჟკაცი ხალხიც, მაგალითად დიმა ჭურღულია, ეემდეგში ჟიული შარტავას დაცვის უფროსი, სოხუმში ყუმბარტყორცნის ჭურვი რომ მოხვდა! მახსოვს...

ეჰ, ბევრი რამე მახსოვს, სამწუხაროდ...".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს