თალიბებმა 19 წლის გოგონა საქმროსთან ქორწილამდე სექსის გამო ქვებით ჩაქოლეს

თალიბებმა  19 წლის გოგონა საქმროსთან ქორწილამდე სექსის გამო ქვებით ჩაქოლეს

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც 19 წლის ავღანელ გოგონას ცენტრალურ პროვინციაში ქვებით ქოლავენ. ორწუთიან ვიდეოში ასახულია კაცების ჯგუფი, რომლებიც ქვებს ესვრიან მიწაში ჩაფლულ ქალს. ირგვლივ შეკრებილი ხალხი კი ინციდენტს ტელეფონებით იღებს. ადგილობრივი პოლიციელი მუჰამედ ზამან აზიმიმომხდარში თალიბ მილიტარისტებს სდებს ბრალს.

აზიმის თქმით, გოგონა 19 წლის როხშანაა, რომელიც ქორწინებამდე სექსში დაადანაშაულეს თავის 23 წლის საქმროსთან. წყვილმა ოჯახები დატოვა, რომ ეპოვნათ ადგილი, სადაც დაქორწინდებოდნენ. გასათხოვარი ქალები ავღანეთში ხშირად სახლებში ყავთ გამოკეტილი და ოჯახის გარეთ მამაკაცებთან კონტაქტს უკრძალავენ.  ავღანელ ქალებს, რომლებიც სოციალურ ნორმებს დაარღვევენ, ბრუტალური სასჯელი ელით.

იხილეთ ვიდეო

"მის მსოფლიო 2019" იამაიკელი გოგონა გახდა - ფოტოები სილამაზის კონკურსიდან

ისლანდიაში თოვლმა მანქანები და სახლები "დამარხა"

ინგლისელი ფეხბურთელის ყოფილ საცოლეს ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ - ქალი ამბობს, რომ ფულს სირიელი ბავშვებისთვის რიცხავდა