საუდის არაბეთის მეფის "საიდუმლო ცოლს" კომპენსაციის სახით 32 მილიონი დოლარი ერგო

საუდის არაბეთის მეფის "საიდუმლო ცოლს" კომპენსაციის სახით 32 მილიონი დოლარი ერგო

დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ საუდის არაბეთის გარდაცვლილი მეფე ფაჰდის "საიდუმლო ცოლს" კომპენსაციის სახით მეფის ქონებიდან 32 მილიონი დოლარი მიაკუთვნა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, 68 წლის პალესტინელ იანან ჰერბს 32 მილიონი დოლარის გარდა, ლონდონში, ჩელსის უბანში არსებული ორი ძვირად ღირებული ბინაც შეხვდა.

იანან ჰარბის განცხადებით, საუდის არაბეთის მეფემ და მან 1968 წელს იქორწინეს, როდესაც მეფე ფადი ჯერ კიდევ პრინცი იყო. ქალბატონის განცხადებით, მეფე შეპირდა, რომ მის ფინანსურ კეთილდღეობას ცხოვრების ბოლომდე უზრუნველყოფდა. მისივე თქმით, მათი ქორწინების წინააღმდეგი მეფის ოჯახი იყო, რადგან გოგონა ქრისტიანი იყო, თუმცა ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე მან ისლამი მიიღო.

"მეფის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, იანინ ჰარბის მეფის ერთ-ერთი ვაჟი, პრინცი აბდულ აზიზი შეხვდა, რომელმაც პალესტინელ ქალბატონს აღუთქვა, რომ სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იქნებოდა ფინანსურად.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს