საყევარიშვილმა ტელევიზიიდან 42 ადამიანი გაათავისუფლა - "იმედის" ყოფილი ჟურნალისტი

საყევარიშვილმა ტელევიზიიდან 42 ადამიანი გაათავისუფლა - "იმედის" ყოფილი ჟურნალისტი

ჟურნალისტი ლევან ტაბიძე "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის, რევაზ საყევარიშვილის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"რევაზ საყევარიშვილი ის ადამიანია, რომელმაც ორი თათბირი ჩაატარა "იმედში" და თქვა, რომ არცერთი ჟურნალისტი არ დატოვებდა "იმედს". მერე? მერე 42 თანამშრომელი გაანთავისუფლეს. მათ შორის ისინიც, ვისაც ცხოვრებაში არცერთი პოლიტიკური სიუჟეტი არ გაუკეთებია.

P.S. თუმცა დიდ ნაწილს მაინც არ ქონია ილუზია, რომ საყევარიშვილი თათბირზე სიმართლეს ამბობდა", - წერს ჟურნალისტი.

რევაზ საყევარიშვილი წლების წინ "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი იყო, არხზე ჟურნალისტად მუშაობდა.

ამ დროისათვის ის ტელეკომპანია "იმედში" გენერალური დირექტორის მოადგილეა, მანამდე კი მან ორჯერ შეასრულა "იმედის" გენერალური დირექტორის მოვალეობა. რევაზ საყევარიშვილი ეკონომიკური მიმართულების ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა გაზეთში. ის ორჯერ ასრულებდა ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის მოვალეობას. მეორედ ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ტელეკომპანია დაიბრუნა. მის სახელს უკავშირდება პირველი სერიოზული რეორგანიზაცია "ტელეიმედში".

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ მიღებული განჩინებით, "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველად რეზო საყევარიშვილი დანიშნა, არხის აქამდე მოქმედ გენერალურ დირექტორს კი უფლებამოსილება შეუწყდა. 3 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის წილები ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს