რას საქმიანობს ამჟამად დავით დვალი, რომელიც "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველად დაინიშნა

რას საქმიანობს ამჟამად დავით დვალი, რომელიც "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველად დაინიშნა

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო.

დავით დვალი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტელევიზიის ყოფილი მფლობელია. ის არხის წილებს 2004 წლამდე ფლობდა.

როგორც ირკვევა, დვალი განათლებით ქიმიკოსია, თუმცა, დიდი ხანია ამ სფეროში აღარ მუშაობს. იგი ფაქტობრივად, საქართველოს პირველი მოყვარული ასტროფოტოგრაფია.

"ბევრია, ვისაც ასტროფოტოგრაფიის დაწყება სურს. ეს ძალიან მახარებს. თუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს, ხელი მოკიდოს ამ საქმეს, დაუღალავ მხარდამჭერად მიგულოს! სახურავზე მოწყობილი ჩემი ობსერვატორიის კარი ღიაა ასტროფოტოგრაფიის შესწავლის მსურველებისთვის", - აღნიშნავს იგი National Geographic-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 2015 წლის იანვრით დარიღდება.

David Dvali October 21 at 6:37pm · Tbilisi · "ძვირფასო ნაცებო და ძვირფასო ქოცებო. სანამ რუსთავი 2 დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება, პრობლემა არ მოგვარდება.

ესაა ჩემი კომენტარი!"

გთავაზობთ დავით დვალის გადაღებულ რამდენიმე სურათს

Pelican Nebula HaRGB

Lunar eclipse from Tbilisi, Georgia

Milky Way through Sagittarius and Scorpius

წყარო

იხილეთ ასევე|"თუ მთავრობაში უხარიათ, რომ ესეთი პროცესები მიდის..." - დავით დვალის მიმართვა ხელისუფლებას და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს

ვინ არიან დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი, რომლებმაც "რუსთავი 2"-ზე ნიკა გვარამია შეცვალეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია