20 ძალიან გამოსადეგი რჩევა მსოფლიოს ცნობილი შეფ-მზარეულებისგან

20 ძალიან გამოსადეგი რჩევა მსოფლიოს ცნობილი შეფ-მზარეულებისგან

ხანდახან სამზარეულოში ტრიალი ნამდვილ ჯოჯოხეთს ემსგავსება: დუღს, აქეთ-იქეთ ეშხეფება ცხიმი, გადმოდის რძე, არ იხეხება ტაფა და ხახვის დაჭრისას ცხარე ცრემლებით ვტირით.

ამიტომაც შევკრიბეთ რამდენიმე ძალიან გამოსადეგი რჩევა, რომელიც საგრძნობლად გაგიმარტივებთ სამზარეულოში საქმიანობას.

რჩევები კერძების მზადებისას

1. როგორ გამოვაცალოთ ბოსტნეულს მარტივად გული

იმისათვის, რომ გოგრას, ყაბაყს, კიტრს მარტივად გამოვაცალოთ თესლები, გამოიყენეთ ნაყინის კოვზი. მისი ბასრი ნაპირები ძალისხმევის გარეშე გაასუფთავებს ბოსტნეულს. ასევე ამ კოვზით შეძლებთ ლამაზად გააფორმოთ კერძები.

2. როგორ მოვაცილოთ კერძს ზედმეტი ცხიმი

თუკი კერძში ზედმეტი ცხიმი მოგივიდათ და თავზე მოიდო ცხიმის ფენა, გამოიყენეთ ყინულის რამდენიმე კუბი და ქაღალდის ხელსახოცი. გაახვიეთ ყინული ხელსახოცში და მოატარეთ კერძის ზედაპირზე. ყინული მიიკრავს ცხიმს, როგორც მაგნიტი და ხელსახოცს შერჩება.

3. მოეპყარით საკვების შესაფუთ ცელოფანს, როგორც შეფ-მზარეული

საკვების შესაფუთ ცელოფანი წამდაუწუმ გიფუჭდებათ და იხევა? შეინახეთ ის მაცივარში - ასე იქცევიან მსოფლიოს ცნობილი მზარეულები. ცივი ცელოფანი მარტივი და მოსახერხებელი გამოსაყენებელია, არ ეკრობა საკვებს და არ იხევა ადვილად.

4. ციტრუსების მარტივად გაფცქვნა

რჩევა სპეციალურად მათთვის, ვისაც არ უყვარს ფორთოხლის, ლიმონის ან მანდარინის გაფცქვნა: მოათავსეთ ხილი მიკროტალღურ ღუმელში 20 წამი, რის შემდეგაც ნაყოფს ძალიან მარტივად მოცილდება კანი.

5. გაიმარტივეთ მოხარშული კვერცხის გაფცქვნა

დაუმატეთ სოდა ან ძმარი წყალში კვერცხის ხარშვისას. ორივე ნივთიერება შეაღწევს კვერცხის ნაჭუჭში და ის ადვილად მოცილდება ცილას.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს