თუშეთთან დამაკავშირებელი გზა მაისამდე ჩაიკეტა

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა მაისამდე ჩაიკეტა

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაიკეტა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შპს "თუშეთგზის" დირექტორმა ომარ ლეკიშვილმა განუცხადა, აბანოს უღელტეხილზე თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა მაისამდე აიკრძალა.

"ყოველ წელს თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ოქტომბრის ბოლოს იკეტება ხოლმე. ამჟამად უღელტეხილზე თოვლის საფარი ნახევარ მეტს აღწევს და შესაბამისად ტრანსპორტიც ვერ მოძრაობს. ჩვენ მთავრობის დადგენილებით ვხელმძღვანელობთ, რომლის მიხედვითაც აღნიშნული გზის გაწმენდა ზამთრის პერიოდში არ არის რეკომენდირებული. გზის გაწმენდითი სამუშაოები აპრილში დაიწყება, რის შემდეგაც უკვე ტრადიციულად მაისის შუა რიცხვებში თუშეთის გზა ისევ გაიხსნება",- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ომარ ლეკიშვილმა.

ზამთარში თუშეთის სოფლებთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა