საჯარო მომართვის პასუხად გვინდა საჯაროდვე შევახსენოთ კოლეგა "თავისუფალ დემოკრატებს", რომ კომუნიკაციის უსწრაფესი საშუალების - მობილური ტელეფონების ნომრები იგივე გვაქვს (ვფიქრობთ, ღირებულებებიც...). სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებთ და ამასვე ვთხოვთ ყველას, ვისთვისაც კოლეგების მიერ დასმული ძირითადი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მომართვის სხვა ტაქტიკური ასპექტები.
დავით უსუფაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე
დავით ბერძენიშვილი - ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, მმართველ პოლიტკურ კოალიციასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის ერთობლივი შეხვედრა დაგეგმონ.