"ის ხალხი, თავში რომ ქვა უხლია და მუცელში სამართებელი..." - გიორგი ლაფერაშვილი 7 ნოემბერზე

"ის ხალხი, თავში რომ ქვა უხლია და მუცელში სამართებელი..." - გიორგი ლაფერაშვილი 7 ნოემბერზე

2007 წლის 7 ნოემბრიდან 8 წელი გავიდა და დღევანდელ დღეს ინტერნეტში ბევრ გამოხმაურებას ნახავთ. 7 ნოემბრის მოვლენებს განსხვავებულად ეხება "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი.

"ის ხალხი, 7 ნოემბერი რომ მარტო 7 ნოემბერს ახსენდება.

ის ხალხი, თვითონ რომ აღარ ახსოვთ სად იყვნენ იმ 7 ნოემბერს და გულით რომ უნდათ, ჩვენც დაგვავიწყდეს.

ის ხალხი, პირველი არგუმენტი რომ ის შეკითხვაა -”სად იყავი მაშინ” - და ბოლოს რომ ”რატო ქუდი არ გახურავს” უნდა გკითხონ.

ის ხალხი, ისტორიები რომ მარტო 2003 წლიდან ახსენდებათ და 2012-ის მერე რომ ”აღარ ახსოვთ”

ის ხალხი, 2003 -მდე რა ხდებოდა, ეგეც რომ აღარ ახსოვთ.

ის ხალხი, გოგა ხაინდრავა რომ რეჟისორია და თამაზ მეჭიაური რომ პოლიტიკოსი.

ის ხალხი, ზვიადის, ედუარდის, მიშას და ბიძინას ფოტოებს რომ გულებით აშეარებენ და ღარიბაშვილი რომ შვილივით უყვართ ან მასთან ფოტოს გადასაღებად რიგში დგება.

ის ხალხი, ადრე რომ ანონიმკებს წერდა და იმათი შვილები, დღეს რომ ფეიქი ექაუნთებით კომენტარების წერაში ხელფასს იღებენ.

ის ხალხი, ჯერაც რომ არ დაიღალა და კიდევ სისხლი წყურია.

ის ხალხი, თავში რომ ქვა უხლია და მუცელში სამართებელი...", - წერს ლაფერაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს