"არც ნაციონალები არ მაინტერესებს და არც ქართული ოცნება, მე ჩემი მეგობრების გვერდით ვდგავარ" - ოთო ნემსაძე

"არც ნაციონალები არ მაინტერესებს და არც ქართული ოცნება, მე ჩემი მეგობრების გვერდით ვდგავარ" - ოთო ნემსაძე

"რუსთავი 2"-ის შენობასთან აქცია-კონცერტი მიმდინარეობს, სადაც "გამოუვალი მდგომარებისა" და "ნიჭიერის" მონაწილეები მღერიან. ადგილზე შეკრებილნი არიან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. აქცია-კონცერტის ერთ-ერთი სტუმარი ოთო ნემსაძც გახდა, რის გამოც იუმორისტი, ისტორიკოსი და პოლიტიკური ბლოგერი დათო გოგიშვილი მას პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას სთხოვს:

დათო გოგიშვილი

ოთო ნემსაძეს: ჩემო ოთო!! უკარგესო ადამიანო, უნიჭიერესო მომღერალო და ჩემო მეგობარო!!! თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ "თბილისობა"-ს კონცერტზე დაგბლოკა მერიაში კომპაქტურად ჩასახლებულმა ნაციონალებმა და "ქართულ ოცნებაზე" რატომ გაბრაზდი?? ნუ ახლა პირველი საკონსტიტუციო ვადის დასასრულს ნაცები რომ მართავენ მერიაში მსგავს ღონისძიებებს ეს "ქართული ოცნების" ტრაგიზმია ამაში გეთანხმები

ოთო ნემსაძე

ჩემო მეგობარო არც ნაციონალები არ მაინტერესებს და არც ქათული ოცნება, მე ჩემი მეგობრების გვერდით ვდგავარ და ვიდგები ყოველთვის. ტელევიზიის გვერდით, რომელიც ჩემს სფეროში სიმართლეს ემსახურება, არ მაინტერესებს არანაირი პოლიტიკური ძალა. მითუმეტეს ჩემტვის არასდროს არავინ არ ყოფილა და ამ სიბინძურეში ნურავინ ნუ გამხვევთ გეხვეწებით, უბრალოდ პოლიტიკა მკიდია

დათო გოგიშვილი

მეც მიყვარხარ ჩემო ოთო, რას ამბობ, მე მივესალმები შენს მორალურ პოზიციას, იმ გაგებით, რომ დაუდგე გვერდით და მხარი დაუჭირიო იმ ტელეკომპანიას, რომელმაც აღმოგაჩინა და შენს ბიოგრაფიაში დიდი დამსახურება აქვს, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ გამიჯნავდი და იტყოდი, რომ მე მხარს ვუჭერ ლოგოს და ამ არხის არსებობის გაგრძელებას, და იმ ყველადერს რომ არაფერი არ აქვს საერთო გამოახტვის თავისუფლების შეზღუდვასთან. ამაშია საქმე!!! შენ როდესაც ამას არ გამიჯნავ იქ სცენაზე გამოსულმა ზოგიერთმა უბინძურესი ბიოგრაფიის ადამიანმა შეიძლება შენი სახელით და შენი ძალიან სუფთა და კაცური ბიოგრაფიით ისპეკულიროს

ოთო ნემსაძე

მე მხარს ვუჭერ რუსთავი 2 ის ლოგოსაც და სახელსაც და ვთვლი რომ თუ ეს ასე არ მოხდება, მხარს დავუჭერ ძალიან ბევრ სხვა რაღაცასაც, დაიღალა ხალხი დაიღალა

"რუსთავი 2"-თან ამ წუთებში აქცია-კონცერტი მიმდინარეობს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია