ქუთაისში მე-19 საუკუნის ხარების ეკლესიაში გამათბობელი დაამონტაჟეს

ქუთაისში მე-19 საუკუნის ხარების ეკლესიაში გამათბობელი დაამონტაჟეს

მე-19 საუკუნის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიაში თანამედროვე გამათბობელი დაამონტაჟეს. აღსანიშნავია, რომ ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

გამათბობელი ტაძრის ძირითად დარბაზში ორ ადგილასაა განთავსებული. ცოტა ხნით ადრე, ხარების ეკლესიაში მეტალო-პლასტმასის ფანჯარაც დააყენეს.

ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის ტერიტორიაზე XV-XVI საუკუნეებში წმინდა სოფიოს სახელობის ეკლესია იდგა, რომელიც სამეფო ოჯახის კარის ეკლესიას წარმოადგენდა და ქალაქის ქვედა ციხის გალავანში მდებარეობდა. XIX საუკუნეში აღნიშნული ტაძარი დაინგრა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ტაძარი რუსეთის იმპერატორის ბრძანებით გამოცემული პროექტით 1823 წელს არის აგებული და ის პეტერბურგში მდებარე ბაროკოს, გოთური სტილის მართლმადიდებლური ტაძრის ანალოგია, შემცირებული მასშტაბით.

1856 წელს იგი კათოლიკურ ტაძრად გადააკეთეს, რომელიც  XX საუკუნის 20-იან წლებამდე მოქმედებდა. 1989 წელს ტაძარი კვლავ მართლმადიდებლური წესით აკურთხეს.

წყარო: kutaisipost.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა