დედოფლისწყაროში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

დედოფლისწყაროში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში ორი ადამიანი გარდაიცვალა. 32 წლის მამაკაცისა და 40 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ სამრეკლოს მკვიდრია, ხოლო მრავალშვილიანი დედა სოფელ ხორნაბუჯში ცხოვრობდა. ცხედრები გურჯაანში გადაასვენეს.

გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა