მძღოლს, რომლის ავარიასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 წელი მიუსაჯეს

მძღოლს, რომლის ავარიასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 წელი მიუსაჯეს

ახალციხე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლს, რომლის ავარიასაც აგარა-გომის მონაკვეთზე დედა-შვილებისა და კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განაჩენი გამოუტანეს. ზაურ გავაშელიშვილს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შალვა კაკაურიძემ თავისუფლების აღკვეთა 6 წლით მიუსაჯა. ასევე ჩამოერთვა მანქანის მართვის უფლება.

როგორც უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ქეთი ტყეშელაშვილი ამბობს, მსჯავრდებული სასჯელს ციხეში ოთხი წელი მოიხდის, ორი წელი კი პირობითი მსჯავრი ექნება.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა