მოიკითხეთ თქვენი ანგარიშები, გაფრთხილების გარეშე არ იყოს დაყადაღებული - აყალბებდა თუ არა CT პარკი ხელმოწერებს

მოიკითხეთ თქვენი ანგარიშები, გაფრთხილების გარეშე არ იყოს დაყადაღებული - აყალბებდა თუ არა CT პარკი ხელმოწერებს

მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი, თამარ ბოდოკია "ფეისბუქზე" დეტალურად ყვება იმ პროცედურების შესახებ, რომელიც მან მას შემდეგ გაიარა, რაც აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიში სი-ტი პარკის გადაუხდელი საურავების გამო დაყადაღებული იყო:

"ვაგრძელებ CT პარკის თემას და ყველას გაფრთხილებთ, თქვენც არ აღმოჩნდეთ ჩემს დღეში. მოიკითხეთ თქვენი ანგარიშები, გაფრთხილების გარეშე არ იყოს დაყადაღებული.

მეგონა, მხოლოდ მე გამიყალბეს ხელმოწერა, როგორც ჩანს, სერიზულად აყალბებენ ხელმოწერებს და ვიღაცა არც აპროტესტებს, ისე იხდის საურავებს.

დღეს დილით, ვიდრე მე განცხადებას ვწერდი სითის ოფისში, რამდენიმე აღშფოთებული ადამიანის ისტორიაც მოვისმინე. ერთი იმერელი კაცი(კილოზე ეტყობოდა) ჩხუბობდა, მისამართზე რომ მიიტანეს განცხადება და მე არ დავხვდი ადგილზე, მამაჩემმა როგორ მოუწერა ხელი, კაცი 40 წლის წინ ავარიით დაიღუპაო? ყველა ანგარიში დაყადაღებული ქონდა.

მეორე კაცი ჩიოდა, მე რა ვქნა, მე, ხელი არ მქონდა მოწერილი და მაინც ათას ლარამდე საურავებში გადავიხადეო...

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სერიოზული აფიორაა, ან ყველა გოიმი და ბრმა გონიათ. მიზანმიმართული ყვლეფა მიდის ადამიანების. ზოგიც ებმება ამ მახეში, ზოგიც არა.

მე რომ ჟურნალისტი ვიყო, აუცილებლად დავინტერესდებოდი :

1. რამდენი მსგავსი შინაარსის განცხადება - ხელი არ მომიწერია, გაყალბებულია ხელმოწერა და არ ვიცოდი საურავის შესახებო - შედის სითი პარკის ოფისში.

2. დავინტერესდებოდი, სააღსრულებოს რამდენი საქმე აქვს აღსრულებისთვის გადაცემული?

3. ჩავეძიებოდი, ვინ ცოდავს, სითი პარკის ადმინისტრაცია თუ ფოსტა და ფოსტალიონი?

4. როცა ამდენი განცხადება შედის სითი პარკში, რატომ არ თხოვს ფოსტას პასუხს კონტრაქტორი კომპანია? რატომ არ ზრუნავსსაკუთარ იმიჯზე?

5. სად ჯანდაბაში მიდის ამდენი ფული?

6. რატომ არ აწესრიგებს პარკირების სისტემას სითი პარკი, რომელიც მხოლოდ ჯარიმების გამოწერაზე და მანქანების გატაცებაზეა მარჯვედ?

არ ვარ ინტრიგანი, მაგრამ არც ისეთი ბრიყვი ვარ, რომ არაფერში 540 ლარი გადავიხადო...

მით უმეტეს, ჩემნარი აქაც ბევრი ვიპოვე. ვიდრე ჩემს ამბებს ვარკვევდი, ჩემი თანამშრომლის რძალმაც დაწერა ფეისბუკში,- მომილოცეთ, დღეს სითის დავა მოვუგეო... იმ გოგოს შემთხევით გაუგია, რომ ყველა ანგარიში და მანქანა დაყადაღებული ქონდა და სანამ დავას დაიწყებდა, მანამ 200 ლარიც ჩამოაჭრეს.

მოკლედ, ვისაც სითის ჯარიმების სიმწარე არ განუცდია, ალბათ ამ ამბავს გაატარებს, მაგრამ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი გავმწარებულვართ, იქნებ ვიღაცამ მაინც მოსთხოვოს ამ თავგასულ კომპანიას პასუხი და სერიოზული კამპანია დავიწყოთ - ნუ გაებმებით სითი პარკის მახეში!!!!" - წერს თამარ ბოდოკია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს