ზაალ უდუმაშვილის პასუხი ცნობილია - ჟურნალისტი კონფიდენციალურ შეხვედრას ადასტურებს

ზაალ უდუმაშვილის პასუხი ცნობილია - ჟურნალისტი კონფიდენციალურ შეხვედრას ადასტურებს

"რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების გადაწყვეტილებას, რომ ტელევიზიის მართვის ბერკეტი ზაალ უდუმაშვილს გადაეცეს, რომელიც არხზე გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა, ნიკა გვარამია და ზაალ უდუმაშვილი პასუხობენ.

ასევე იხილეთ| "შეშინებული კაცუნების ბრიფინგი" - ნიკა გვარამიას უკიდურესად მწვავე განცხადებები სპეციალურ ბრიფინგზე

"არ ვიცი, როდიდან გახდა კონფიდენციალური საუბრები საჯარო. დიახ, ვადასტურებ, რომ ორი დღის წინ ჩვენ შევხვდით. მე ავუხსენი, რომ ის იყო ხელისუფლების იარაღი ამ ბრძოლაში, რომელიც არხის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჩვენ ვერ შევჯერდით პოზიციებში, მოგვიანებით კი მივიღე მისი შემოთავაზება, რომელიც დღეს გაჟღერდა და მე მისთვის თანხმობა არ მითქვამს.

მაინტერესებს, როგორ დამტკიცდა ეს დოკუმენტი, როდესაც იქ ჩემი ხელმოწერა არ ყოფილა. მე გავიარე კონსულტაცია ჩემს იურისტებთან და შემიძლია ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც საჯარო რეესტრში უკვე ასახულია, არ არის კანონიერი, რადგან იქ არ არის ჩემი ხელმოწერა და ჩემი თანხმობა", - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

ამავე თემაზე| რა პასუხისმგებლობა დაეკისრა დღეს ზაალ უდუმაშვილს, რომლის შეუსრულებლობამ შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამოიწვიოს

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულმა "რუსთავი 2"-ის დროებითმა მმართველებმა - რეზო საყევარიშვილმა და დავით დვალმა საკუთარი უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს. შესაბამისი განცხადება დვალმა და საყევარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

დვალის განმარტებით, უდუმაშვილისთვის "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.

ნახეთ დეტალები| "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები ტელევიზიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია