უსამართლოდ, მასობრივად შეწყვეტილი სოციალური დახმარებები

უსამართლოდ, მასობრივად შეწყვეტილი სოციალური დახმარებები

საქართველოში 2015 წლის 1-ლი მაისიდან სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, ოქტომბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობა 27 000 ადამიანს მოეხსნა. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში რამდენიმე ოჯახი გადაიღო, რომლებიც სიღატაკეში ცხოვრობენ, მაგრამ დახმარება მაინც შეუწყვიტეს.

სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი სისტემის მიხედვით, ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 ათასს არ აჭარბებს, საარსებო შემწეობის სახით თითო წევრზე 60 ლარი ეძლევა; 30 ათასიდან 57 ათას ქულამდე დახმარება ოჯახის თითო წევრზე 50 ლარს შეადგენს; 57 ათასიდან 60 ათასამდე - 40 ლარს; 60 ათასიდან 65 ათასამდე - 30 ლარს.

ამასთან, იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 65 ათასის ზემოთაა და 100 ათასს არ აღემატება, ყოველთვიურად ეძლევათ 10 ლარი ოჯახის არასრუწლოვან წევრზე.

10 ლარს დანამატის სახით იღებენ არასრულწლოვან წევრებზე 65 ათასი ქულის ქვემოთ მყოფი ოჯახებიც, ძირითად საარსებო შემწეობასთან ერთად.

იხელეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა