დრამატული კადრები ზესტაფონიდან: სტიქიამ ქალაქი დატბორა

დრამატული კადრები ზესტაფონიდან: სტიქიამ ქალაქი დატბორა

ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზა წუხანდელი უამინდობის გამო პარალიზებულია. როგორც თერჯოლის გამგებელმა თემურ ჯაფარიძემ განაცხადა, ამის მიზეზი მდინარე ჩხარას მიერ დროებით ავტომაგისტრალის დაზიანებაა. მისივე თქმით, ადიდებულმა მდინარემ ავტომაგისტრალის დაახლოებით 30-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო, რამაც აღნიშნული პრობლემები გამოიწვია. ჯაფარიძის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამგებლის ინფორმაციით, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა ბაღდათის გავლით არის შესაძლებელი.

ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში გუშინ სტიქია გამოიწვია.

ადგილობრივები კი ზესტაფონიდან სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სტიქიის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებენ.

ნახეთ მეტი დეტალი| საქართველო სტიქიას ებრძვის: მძიმე ღამის ქრონიკა და უახლესი მონაცემები

ფოტოს ავტორი: ნუკი ჭანტურიძე

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა