შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ტიკმანტაჟის უღელტეხილზე ჩარჩენილი 50 მოქალაქე გამოიყვანეს. შსს-ს ინფრომაციით, მათ გუშინ ღამით - 25, დღეს დილით კი ასევე, 25 მგზავრი გამოიყვანეს. ადგილზეა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე, მისი მოადგილე ვაჟა ბერძენიშვილი და ასევე ნინოწმინდის პოლიციის უფროსი გიორგი კიკალიშვილი.
"ჩვენთან ნინოწმინდის პოლიციის უფროსის მოადგილე ზოირაბ იგიტიანი მოვიდა და პიკაპით სამი მგზავრი სოფელ ფოკაში გადავყავართ. მანქანა ადგილზე დავტოვეთ", - ამბობს ტიკმანტაჟის უღელტეხილზე ჩარჩენილი მგზავრი ჯამბულ ხმალაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მგზავრებისა და მანქანების გამოსაყვანად სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
წყარო: sknews.ge