უამინდობის გამო ბათუმის აეროპორტში რეისები გადაიდო

უამინდობის გამო ბათუმის აეროპორტში რეისები გადაიდო

უამინდობის გამო, ბათუმში პრობლემები შეიქმნა ფრენებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კიევის და სტამბოლის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისები არ შესრულდა.

უამინდობის გამო, ერთი საათით პარალიზებული იყო საავტომობილო მოძრაობა ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით.

რამდენიმე დაშავებული, ევაკუირებული მოსახლეობა, დანგრეული საცხოვრებელი სახლები, ჩახერგილი გზები, უშუქოდ დარჩენილი სოფლები და მეწყრული პროცესები - ეს აჭარაში მოსული სტიქიის შედეგების ნაწილია.

წყარო: ajaratv.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა